ტურიზმი ადრე თუ მომლოცველები მექადან მედინაში 450 კმ-ს ფეხით გადიოდნენ, ახლა 300 კმ/სთ-იანი სისწრაფის მატარებლით მგზავრობენ 2023, 17 აპრილი, 19:43 ეს მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელი საუდის არაბეთში ორ წმინდა ქალაქს მექასა და მედინას აკავშირებს. მისი მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. ის ცბნობილია, როგორც დასავლეთის რკინიგზა, ან მექა-მედინას ჩქაროსნული რკინიგზა. მატარებელი ყოველდღიურად 300 კმ/სთ-ში სისწრაფით დადის და ერთი ქალიქიდან მეორეში გადაჰყავს მომლოცველები და არამარტო მომლოცველები. თითოეულ მატარებელს აქვს 417 ადგილი, მათგან -113 ბიზნეს კლასის, ხოლო 304 - ეკონომ კლასის. სადგურის მშენებლობა 7 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. მატარებლის მარშრუტს 5 სადგური აქვს: 1. ქალაქ მექას სადგურიმდებარეობს არ-რუსაიფაჰის რაიონში. ჰარამაინის მატარებლის სადგურის არქიტექტურული დიზაინი შთაგონებულია ისლამური არქიტექტურით. ამოტვიფრულია ოქროს ისლამური ნიმუშებით, ალ-ქააბას კისვას (ქააბას შავი ქვის გადასაფარებელი) მსგავსი. 2. ალ-სულეიმანის სადგური ქალაქ ჯიდაშიმდებარეობს An Nassim-ის რაიონში, მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 კმ-ის დაშორებით. ჯიდა ასევე ცნობილია, როგორც წითელი ზღვის ''პატარძალი''. იგი მდებარეობს წითელი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს შუაგულში და მიიჩნევა საუდის არაბეთის ტურიზმის დედაქალაქად, რომელიც უპრეცედენტო ზრდას განიცდის. სწორედ ამ ქალაქის შთაგონებითაა ჰარამაინის მატარებლის სადგურის არქიტექტურულ დიზაინში გამოყენეული ვერცხლისფერი ფერი, რომელიც წითელ ზღვაზე მზის სხივის ანარეკლის იმიტაციას წარმოადგენს. 3. აეროპორტის სადგური ქალაქ ჯიდაშიეს სადგური ინტეგრირებულია აბდულაზიზის აეროპორტის ტერიტორიაზე. რკინიგზის სადგური შედგება სატრანსპორტო ჰაბისგან, რომელიც აკავშირებს ახალ ტერმინალს ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელებით, ავტობუსებით, შატლებით, ტაქსით და ავტოსადგომით. სადგური შექმნილია მოგზაურთა დიდი ნაკადისთვის, ის განსაკუთრებით გათვლილია ჰაჯისა და რამაზნის სეზონებზე მილიონობით მგზავრის მისაღებად, უმაღლესი დონის მომსახურებით. 4. მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქის სადგური (King Abdullah Economic City (KAEC))KAEC სარკინიგზო სადგური მდებარეობს მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქის ჰეჯაზის კარიბჭესთან. 5. მედინას სადგურიმედინას რკინიგზის სადგური მდებარეობს ალ ჰადრას რაიონში. მედინას სადგურის დიზაინი შთაგონებულია მუჰამედ წინასწარმეტყველის მეჩეთის ფერებით, ნათელი მწვანე ჩრდილებით. 333 შეფასება არ არის
|