ტექნიკური ''ქარის ხე'', რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს 2023, 17 აპრილი, 15:57 განახლებადი ენერგიის ინოვაცია სახელწოდებით "ქარის ხე" შეიცავს მწვანე ფერის დეტალებს - "ფოთლებს", რომლებიც მცირედი ნიავის დროსაც კი მო ძრაობენ და გამოიმუშვებენ ელექტროენერბიას. ის შექმნა ფრანგულმა კომპანია New World Wind-მა. მოწყობილობა სტანდარტული ხის სიმაღლისაა და აქვს სალვადორ დალის ნახატების სტილის მსგავსი მდნარი ფოთლები. ეს ფოთლები, სინამდვილეში, მინიმალური ქარის დროს წრეზე მბრუნავი მიკროტურბინებია. მოწყობილობა აგროვებს და ინახავს ელექტროენერგიას ისე, რომ ვატი საბოლოოდ გადაიქცევა კილოვატებად. მისი გამოყენება შესაძლებელია სახლისთვის, ელექტრომობილების დასამუხტად. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფრომაციით ეს ინოვაცია წარმოდგენილია მსოფლის ხუთივე კონტინენტზე. მისი ღირებულება 60 000 ევროა. კომპანიას აქვს ასევე ქარის ფოთოლი, ქარის პალმა და ქარის ბუჩქი. ქარის ხის ინსტალაცია პარიზში: 169 შეფასება არ არის
|