x
image
ნინო ხიმშიაშვილი
იდუმალი ცილინდრი კოსმოსური ნამსხვრევი აღმოჩნდა


ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ "საიდუმლო ცილინდრი", რომელიც დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე ზღვამ გამორიყა, ინდოეთის კოსმოსური ნამსხვრევებია.


ინდოეთის კოსმოსური ნარჩენი

ავსტრალიის სანაპიროზე აღმოჩენილი "იდუმალი ცილინდრი " / ფოტო: Reuters



ამის შესახებ ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა და დაასრულა სპეკულაციები ობიექტის წარმოშობაზე.



ცილინდრი იყო პოლარული თანამგზავრის გამშვები მანქანის ნაწილი, რომელიც ადრე ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) გაუშვა, განუცხადა CNN-ს ISRO-ს დირექტორმა სუდჰეერ კუმარმა.




2.5 მეტრის სიმაღლის სპილენძის ფერის ცილინდრი ივლისში იპოვეს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ავსტრალიის პატარა ქალაქ გრინ ჰედის სანაპიროზე, ქალაქ პერტის ჩრდილოეთით 250 კილომეტრში.



ინტერნეტში გავრცელდა სპეკულაციები და სხვადასხვა თეორია თუ საიდან და რა შეიძლება ყოფილიყო ეს ამოუცნობი ობიექტი.



მაგრამ პოლიციამ მაშინვე თქვა, რომ კოსმოსური ნაგავი ყველაზე სავარაუდო პასუხი იყო.



მოცულობითი ცილინდრი, რომელიც ადამიანზე მაღალია, დაზიანებულია ერთი ბოლოდან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ზღვაში.




კოსმოსური რაკეტები მრავალსაფეხურიანია. ისინი შედგება საწვავის გადამტანი სხვადასხვა განყოფილებისგან, რომელთაგან თითოეული თანმიმდევრობით იყრება საწვავის ამოწურვის შემდეგ, ნამსხვრევების დიდი ნაწილი კი ისევ დედამიწაზე ბრუნდება.





წყარო: cnn


0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0