ტექნიკური 20 შესანიშნავი გამოგონება, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში 2021, 5 ივნისი, 18:09 ყოველწლიურად დიზაინერები და გამომგონებლები ასობით სასარგებლო მოწყობილობას და გაჯეტებს უშვებენ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას უმარტივეს გახდიან დღესვე თუ გვექნებოდა სახლში. 1. ხუთ ადგილიანი ტაფაასე, დროსაც კი დაზოგავთ და აღარ მოგიწევთ ლოდინი როდის მოითუშება ბადრიჯანი, რომ შემდეგ სხვა ინგრედიენტებიც შეწვათ. ამ ტაფას Master Pan ჰქვია, არაწებოვანი საფარით და ხუთი განსხვავებული განყოფილებით. ამაზონზე მისი ყიდვა სულ რაღაც $126 შეგიძლიათ :) 2. კოვზი ჩამოსაკიდითამ კოვზის ნახვის მერე მიკვირს, რატომ გვაქვს საყოველთაო მოხმარებაში ის კოვზები რასაც დღეს მოვიხმართ, ან თავიდანვე რატომ არ შექმნეს ასეთად. ესენი ხომ საოცარია, უბრალოდ! 3. მარტივი პლაგინირამდენჯერ მოგნდომებიათ კაბელზე მოქაჩვით გამოგეერთებინათ დენზე მიერთებული ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობა, რადგან ჩვეულებრივ არც ისე მოსახერხებელია. ასეთი გამოგონება კი კომფორტულია. 4. ლიმონის ჰაერის დამატენიანებელიმისი გამოყენება შეიძლება, როგორც სახლში, ასევე მანქანაშიც მტვრის ეფექტურად მოსაშორებლად, გაცივების თავიდან ასაცილებლად, დახურულ სივრცეში ჰაერის გასასუფთავებლად, სტატიკური ელექტროენერგიის პრობლემის მოსაშორებლად. ასეპტიკური დატენიანებით, რაც გულისხმობს მასში სხვადასხვა სითხის მოთავსებას, შესაძლებელია დაღლილობის აღმოფხვრა და სასიამოვნო განწყობის შექმნა. 5. ფუნქციური საწოლის ფეხებზეამ პლასტმასის მოწყობილობებს აქვთ, როგორც USB ბუდეები, ასევე ელექტროენერგიის ჩვეულებრივი საშუალებები, რაც შესაძლებლობას მოგცემთ დატენოთ მოწყობილობა პირდაპირ საწოლთან. 6. პორტატული კლავიატურა სმარტფონისთვისმიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობა არ არის ძალიან ახალი, მაინც აღსანიშნავია, რადგან ის კარგად გაკეთებული და ძალიან პორტატული კლავიატურაა, რომლითაც გაგიმარტივდებათ ვორდ დოკუმენტსა, ექსელში თუ სხვა რთულ პროგრამებში მუშაობა. 7. დუში ძაღლისთვისგაცილებით მარტივია ასე, სხვათა შორის მსგავსი მილის გაკეთება სახლშიც კი შეგიძლიათ. 8. ხახვის დამჭერიეს მოწყობილობა ჯერ კიდევ მაშინ უნდა გამოეგონებინათ, როცა ადამიანებმა ხახვის მოხმარება დაიწყეს. მარტივი და გენიალურია! და არ გაინტერესებთ რა ღირს? $3-15 დოლარამდე. 9. საგზაო ნიშნების პროჟექტორი ველო-მოძრაობისასეს მეტად ორიგინალური იდეა შეიმუშავა აზერბაიჯანელმა დიზაინერმა ელნურ ბაბაევმა. 'Cyclee' პროექტორი საშუალებას აძლევს ბაიკერებს შეატყობინონ სხვა მძღოლებს გზაზე მათი მოძრაობის შესახებ. ის მიმაგრებულია სავარძლის უკან და ნიშნები ავტომატურად ანათებს, რაც დამოკიდებულია ბაიკერის მოძრაობებზე. 10. მაღვიძარა, რომელიც დილით ფინჯან ყავას გიკეთებსკიდევ დაგეზარებათ გაღვიძება? ;) 11. "ნათურა" სავიზიტო ბარათიეს მოსახერხებელი პატარა რამ შეიძლება გამოადგეს ყველას, ვინც ყოველთვის რაღაცას კარგავს ჩანთაში. შუქის ჩასართავად, უბრალოდ ბოლქვი გადმოატრიალეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, 90 გრადუსიანი კუთხით. ეს არის ორიგინალური და კომპაქტური ფანარი, რომლის ტარება შეგიძლიათა, როგორც ჯიბით ასევე, საფულეთი პლასტიკური ბარათების გვერდით. 12. ნივთების მპოვნელირამდენჯერ გიფიქრიათ ნეტავ შესაძლებელი იყოს კლავიატურის ძებნის ფუნქცია ctrl+f რეალურ ცხოვრებაშიც, მაშინ გაცილებით მარტივი იქნებოდა ყველაფერი, ჰოდა აი ისიც - Pixie უნიკალური გაჯეტი მათთვის, ვინც ყოველთვის კარგავს ნივთებს. სხვათა შორის ამ გაჯეტის შეძენა საქართველოში და ონლაინაც შეგიძლიათ klik.ge-ზე და ხელმისაწვდომ ფასადაც კი - 15 ლარად. 13. მხარზე საძინებელი ბალიშითუ მოგწონთ მხარზე ძილი, მაგრამ ვერ იტანთ დაბუჟებას, სასწაული იქნება ეს თქვენთვის. 14. კატის სატარებელი ჩანთასაყვარელი კნუტის სამოგზაურო ამ ჩანთას აქვს პატარა ფანჯარა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველაფერი დაინახოს და არ მოიწყინოს. 15. მარწივი წებო-ლენტიე.წ. სკოჩი ძალიან სასარგებლო ნივთია, მაგრამ არც ისე კომფორტულია მისი გამოყენება. ამ გამოგენიბით კი აღარ დაგჭირდებათ მაკრატელი, თუ დანა. წებო-ლენტზე დატანებული სპეციალური ძაფით მარტივად გახსნით დაწებილ ყუთს. 16. ჰუდი გასაბერი ბალიშითქუდის შიგნით არის პატარა გასაბერი ბალიში. გაბერავთ, თავს კომფორტულად მიაყრდნობთ და დაისვენებთ სადაც გსურთ. 17. შოკოლადის ნაჭრებიმაგარია არა? მდნარი ყველის მსგავსად რატომაც არა შოკოლადიც! 18. მშობელ-ბავშვის სქროლ-ეტლიის, რასაც მშობლები და შვილები სიამოვნებით გამოიყენებენ! 19. Kotatsu: მაგიდა, პლედი და გამათბობელი ყველაფერი ერთშიკოტაცუ არის იაპონური ტრადიციული ავეჯი: დაბალი ხის მაგიდის ჩარჩო, რომელიც დაფარულია იაპონური ფუტუნით, ან მძიმე პლედით, ზემოდან დადებულია მაგიდის დაფა. საბნის ქვეშ არის სითბოს წყარო, რომელიც ხშირად მაგიდაზეა ჩაშენებული. მოკლედ ყველაფერი საწოლში. მისი ფასი $210 ამაზონზე. 20. წიგნის ნათურა გვიან ღამით კითხვისთვისუკაბელო Lumio Book Lamp საშუალებას გაძლევთ ჩართოთ და გამორთოთ შუქი ერთი ჟესტით - წიგნის გახსნით, ან დახურვით. ის შეიძლება გამოიყენოთ როგორც დაკიდებული, კედლის ან სამკითხველო ნათურა, ან როგორც ფანარი. ამ დასაკეცი წიგნის ფორმის სანათი შეძენა ასევე შეგიძლიათ klik.ge-ზე, 60-70 ლარად. 189 1-ს მოსწონს
|