x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
სინამდვილეში ფილმი "მიმინოს" ფინალი სრულიად განსხვავებული უნდა ყოფილიყო
image

საბჭოთა ცენზურამ რეჟისორი გიორგი დანელია აიძულა საკულტო ფილმიდან ზოგიერთი სცენა მთლიანად ან დროებით ამოეღოთ (მაგალითად, ამოჭრილი სცენა სასტუმრო Россия-ს ლიფტში, რომელშიც მიმინო და სომეხი მძღოლი ხვდება ორ, ერთნაირად ჩაცმულ იაპონელს, რომლებიც ერთმანეთს ეუბნებიან "ყველა რუსი ასე ერთმანეთს როგორ ჰგავს". ამოჭრეს ვალიკოს სატელეფონო საუბარი თელ-ავივთან, თუმცა ისევ დააბრუნეს, აი, ფინალური სცენა კი ცენზურამ მთლიანად მოჭრა, ამის შესახებ თავად ვახტანგ კიკაბიძემ BBC-ის რუსულ რედაქციასთან ისაუბრა.

image

ორიგინალური სცენარის მიხედვით, მიმინოს მშობლიურ სოფელში ჰყავდა მეგობარი, მჭედელი პეტრე. მთავარი გმირის მოსკოვში გამგზავრებამდე მან ჰკითხა, იფრენდა თუ არა მისი მეგობარი საზღვარგარეთ და დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ სთხოვა ჩამოეტანა ცხენის ნალები წარწერით Made in USA.



ამ ისტორიის განვითარება საკმაოდ კომიკურია. დასავლეთ ბერლინში მიმინომ შენიშნა უცნობი ქალი ჯინსის უკანა ჯიბეზე გამოსახული ცხენის ნალით. მფრინავმა შეხედა და სუტენიორის ყურადღება მიიპყრო. ჰკითხა: „გინდა“? მიმინომ თავი დაუქნია და მისდა გასაკვირად რამდენიმე წუთის შემდეგ იგი ბორდელში აღმოჩნდა.


თუმცა, ამ ამბის დასასრული კიდევ უფრო მხიარული იყო.


ფინალი ალბათ, ყველას ახსოვს:


მიმინო: "გინდა გადავხტე თვითმფრინავიდან?"


სტიუარდესა: "არა, არ მინდა"


მიმინო: "მე კი მინდა"


image

ამ დროს ისინი მიმინოს სახლის თავზე გადაიფრენენ. სცენარის მიხედვით კარს აღებს და გარეთ გადის. შემდეგ კი მთის ფერდობზე ტრ..ით ჩამოცურდება იმ მჭედლთან.


მჭედელი ეკითხება : "საიდან მოხვდი აქ?"


მიმინო პასუხობს: „საფრენი ამინდი არ იყო, ამიტომ ფეხით მოვედი. მოგიტანე ცხენის ნალები"


”მაგრამ მე ისინი აღარ მჭირდება, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ბოსტონთან, ისინი გამოგვიგზავნიან. მაგრამ ლურსმნები არ გვაქვა. შენ არ ჩამოიტანე?"


„არა, არ გითხოვია“, - პასუხობს მიმინო.



მიმინო წასვლას აპირებს, როდესაც უცებ მჭედელი სიცილს იწყებს.


"რაზე იცინი?" ეკითხება კიკაბიძის გმირი.


"უკან გარღვეული გაქვს შარვალი " (მიმინო ხომ მთიდან ტრ...ით ჩამოცურდა), რაზეც მიმინო პასუხობს: „შენიდან მარცხნივ ყაზბეგი ჩანს, მარჯვნივ კიდევ იალბუზი და ჩემს უკანალს უყურებ?“ ასე სრულდებოდა სურათი.


image

1
1036
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1036
  
2023, 18 აპრილი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1