x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
როგორ "ჩაჯდა" ევგები ლეონოვი სპეციალურად ბუტირკის ციხეში, რათა რეციდივისტის როლი სრულად აეთვისებინა
image


2 სექტემბერს(1926წ.) დაიბადა ლეგენდარული საბჭოთა და რუსი მსახიობი ევგენი ლეონოვი, რომელსაც მაყურებელი უამრავი საკულტო ფილმით იცნობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რა თქმა უნდა არის "იღბლიანი ჯენტლმენები"



ალექსანდრე სერის გადაღებულ საკულტო კომედიაში "იღბლიანი ჯენტლმენები", რომლის სცენარი ეკუთვნოდა გია დანელიას, ევგენი ლეონოვი ერთდროულად ორ რადიკალურად განსხვავებულ როლს ასრულებს, დაუნდობელი რეციდივისტის, მეტსახელად "დოცენტის" და საბავშვო ბაღის დირექტორი ევგენი ივანოვიჩ ტროშკინის.


მუდამ კეთილი და გულთბილი ტიპაჟის ლეონოვი სპეციალურად სტუმრობდა ბუტირკას ციხეს, რათა უკეთ გაეგო ქურდების ხასიათი. მას ნება დართეს, რომ საკნის სათვალთალოდან ეცქირა და ესმინა პატიმრებისთვის.



ფილმი 1972 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ნახა 65 ნილიონმა მაყურებლემა, ხოლო კრიმინალური ფრაზები კლასიკად იქცა მთელს საბჭოთა კავშირში:"редиска - нехороший человек", ". Говорить неправду? — Фуфло толкать. ", "— Сколько я зарезал… сколько перерезал… сколько душ я загубил!", "Пасть порву. Моргала выколю" და მრავალი სხვა.


რუსეთის დამსახურებული არტისტი ალექსანდრე კონიახინი იხსენებს:"ერთხელ ზამთარში ლეონოვი დონის ქალაქ მილეროვოს ეწვია . საშინელი სიცივეა, ირგვლივ ყველაფერი მოყინულია, გადაადგილებაც კი შეუძლებელია ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, როდესაც შეიტყვეს, რომ ლეონოვი მათ ქალაქში ჩავიდა, კონცერტების დაწყებამდეც სასტუმროში საყვარელ მსახიობთან დაიწყეს საჩუქრების მიტანა: ციმლიანსკის კაპარჭინა, ლორი, სალა. ლეონოვი ხორცზე დიდად არ გიჟდებოდა, მაგრამ უყვარდა "უხა"(თევზის წვნიანი) და მას ორი ან სამი ჯიშის თევზისგან მიირთმევდა. მოკრძალებულ სასტუმროში ვცხოვრობდით.მაგრამ ევგენი პავლოვიჩისთვის, რა თქმა უნდა, საუკეთესო ოთახში იყო გამოყოფილი, რომელშიც რაიკომის მდივნები რჩებოდნენ. უნდა გამოვსულიყავით კულტურის პატარა სახლში.


ერთხელაც ადგილობრივი მონადირე დერეფანში დახვდა ლეონოვს და შესთავაზა გარიგება: თუ ლეონოვი პირადად ეტყოდა მას: "Пасть порву. Моргала выколю" (ლაყუჩებს აგახევ, თვალებს დაგთხრი)ბეწვის ქუდს აჩუქებდა.


მეორე დილით შემოქმედებითმა ჯგუფმა ლეონოვი მდიდრულ ახალ ონდატრას ბეწვისგან დამზადებულ ქუდში იხილა.


image

ასევე დაგაინტერესებთ


დღეს, 25 აგვისტოს დაიბადა გიორგი დანელია, რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, რომელმაც საბჭოთა კინომატოგრაფიას დაუტოვა ფილმი-შედევრები და რომელიც სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება რუსული თუ ქართული კინომატოგრაფიის ისტორიაში. ქვემოთ გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს გია დანელიას ფილმებიდან: 1. ცნობილია, რომ სურათის "ქინ-ძა-ძა!" გა...


საბჭოთა კავშირში ფილმის პოპულარობის რეიტინგი ითვლებოდა კონოგაქირავებაში გაყიდული ბილეთების რაოდენობით. 1-XX საუკუნის მეკობრეები-აბსოლუტური რეკორდსმენი.ფილმი გადაღებული იქნა 1979 წელს რეჟისორ ბორის დუროვის მიერ და მრავალი კრიტიკოსი მას პირველ საბჭოთა ბოევიკს უწოდებს.პრემიერა 1979 წლის შემოდგომაზე შედგა. 1980 წლისთვის ფილმი 87, 6 მილიონმა მაყურებ...



რა თქმა უნდა, ლეგენდარულს ფილმს ამით არ დააკლდება, მაგრამ ეს სასაცილო ფაქტი რეჟისორის თაყვანისმცემლებში გაოცებასა და კითხვებს იწვევს. შეცდომაა თუ განზრახ გაკეთებული? 1982 წელს ლეგენდარულმა რეჟისორმა და სცენარისტმა ლეონიდ გაიდაიმ, რომელმაც საბჭოთა კინომაყურებელს ისეთი შედევრები აჩ...


1909 წლის 1 ივლისს ბაქოში დაიბადა ქართული თეატრის და კინოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი სერგო ზაქარიაძე. იგი იყო ერთ-ერთი უიშვიათესი მსახიობი, რომელიც ერთნაირი წარმატებით ასახიერებდა სრულიად განსხვავებულ სახასიათო როლებს, დღეს მოგითხრობთ სერგო ზაქარიაძის და იტალიის და მსოფლიო კინომატოგრაფიის ...

0
398
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0