x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ყველა დროის ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმები
image

საბჭოთა კავშირში ფილმის პოპულარობის რეიტინგი ითვლებოდა კონოგაქირავებაში გაყიდული ბილეთების რაოდენობით.


1-XX საუკუნის მეკობრეები-აბსოლუტური რეკორდსმენი.ფილმი გადაღებული იქნა 1979 წელს რეჟისორ ბორის დუროვის მიერ და მრავალი კრიტიკოსი მას პირველ საბჭოთა ბოევიკს უწოდებს.პრემიერა 1979 წლის შემოდგომაზე შედგა. 1980 წლისთვის ფილმი 87, 6 მილიონმა მაყურებელმა ნახა.



2-მოსკოვს ცრემლების არ სჯერა-1980 წელს ამ ფილმს 84, 4 მილიონმა მაყურებელმა უყურა."ოსკარის" მფლობელი, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.


როგორც მოგვიანებით ფილმის რეჟისორმა ვლადიმერ მენშოვმა განაცხადა, მისთვის და მისი მეუღლესთვის ეს ფილმი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული იყო.ისინიც პროვინციიდან ჩამოვიდნენ, ცხოვრობდნენ საერთო საცხოვრებელში და ისინიც დედაქალაქის დაპყრობას აპირებდნენ.


3-ბრილიანტის ხელი-ლეონიდ გაიდაის უკვდავი კომედია 1969 წელს 76, 7 მილიონმა მაყურებელმა ნახა.


4-კავკასიელი ტყვე ქალი-ლეონიდ გაიდაის კომედია გადაღებული 1966 წელს.აღსანიშნავია, რომ სახკინოში სასინჯმა ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა გაეშვათ თუ არა კინოგაქირავებაში ვერ გადაეწყვიტეს. ფილმის ბედი ისევ ლეონიდ ბრეჟნევმა გადაწყვიტა:"კარგი კომედიაა, გმადლობთ."

ერთ წელში ფილმი 76, 54 მილიონმა მაყურებელმა ნახა.


5-"ქორწილი მალინოვკაში"-ანდრეი ტუტიშკინის მუსიკალურმა კომედიამ რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა. 1967 წელს ფილმს 74, 6 მილიონმა მაყურებლმა უყურა და მას მხოლოდ "კავკასიელმა ტყვე ქალმა" გაასწრო.


6-"ეკიპაჟი"-საბჭოთა ფილმი კატასტროფა.რეჟისორი ალექსანდრ მიტა.1980 წელს ფილმი 71, 1 მილიონმა მაყურებელმა ინახულა.


7-"ოპერაცია "ი" და შურიკას სხვა თავგადასავლები"-ლეონიდ გაიდაის კიდევ ერთი ფილმი.1966 წელს ფილმს 69, 6 მილიონმა ადამიანმა უყურა.


8-"ფარი და მახვილი"-ოთხ სერიანი მხატვრული ფილმი მეორე მსოფლიო ომის თემაზე, ვლადიმერ კაჟევნიკოვის რომანის მიხედვით.რეჟისორი ვლადიმერ ბასოვი.1968 წელი (68, 3მლნ.მაყურებელი).


9-"მოუხელთებლების ახალი თავგადასავალი"-სათავგადასავლო ფილმი.რეჟისორი ედმონდ კეოსაიანი.მოქმედება 20-იან წლებში ხდება. 1969 წელს ფილმს 66, 2 მილიონმა მაყურებელმა უყურა.


10-"განთიადი კი აქ წყნარია"-ორსერიანი მხატვრული ფილმი, გადაღებული 1972 წელს. რეჟისორი სტანისლავ როსტოცკი.მოქმედება ფილმში მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება.1973 წელს ფილმი 66-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა.


პირველ ოცეულში მოხვდა ისეთი ფილმები, როგორიცაა "ადამიანი-ამფიბია", "იღბლიანი ჯელტმენი", "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება", აფონია", "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" "ომი და მშვიდობა" და სხვა.


რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ ქართულ ფილმს საბჭოთა კავშირის მასშტაბით არის "მიმინო", ერთი წლის განმავლობაში ნახა 24, 5 მილიონმა მაყურებელმა, რითაც ტოპ-50 მოხვდა.


0
396
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0