სხვა სოფელი კარების გარეშე 2023, 21 აპრილი, 12:20 არც საკეტები, არც კარები, — არც სახლებზე და არც მაღაზიებზე... ინდოეთის სოფელ შანი შინგნაპურის მაცხოვრებლები, არ დაგიდევენ უსაფრთხოებას, რადგან სჯერათ, რომ შანი – სატურნის ღმერთი, მათ ნებისმიერი პრობლემისგან იცავს. ეს სწორედ ის შავი ფილა არის იმავე ღამეს, სოფლის უფროსს სიზმარში, შანი გამოეცხადა და უთხრა, რომ ფილა— მისი პირადი კერპი იყო. ღვთაებამ მოითხოვა, რომ ფილა სოფელში დარჩენილიყო. მაგრამ, მისი დამალვა არ შეიძლებოდა, რათა შანის მისთვის და მთელ სოფლისთვის მიეხედა. ამის შემდეგ, მოსახლეობამ მისი დადგმა სოფლის ცენტრში გადაწყვიტა. ხოლო, საკეტები და კარები ჩამოხსნეს და გადაყარეს, — რადგან სოფელს ესოდენ გავლენიანი ღვთაება იცავდა, საკეტების არსებობას არანაირი აზრი არ ჰქონდა. სოფელში ამ ტრადიციას დღესაც იცავენ, მათ შორის, ახალ შენობა–ნაგებობებშიც. ადგილობრივები იმდენად უდარდელები არიან, რომ როდესაც სადმე მიდიან, მეზობლებსაც არ სთხოვენ, რომ მათ სახლს მიხედონ... რადგან, თუ ვინმე უკითხავად იქ შევა, სიბრმავე ელის, — დარწმუნებულნი არიან ისინი. შედეგად, ამ უცნაური ამბის გამო, სოფელში ათასობით ტურისტი ჩადის, მთელი ქვეყნიდან და უცხოეთიდან. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ყველაფერი მუდმივად ღიაა, სოფელში დანაშაულის მაჩვენებელი, პრაქტიკულად ნულის ტოლია. ყოველ შემთხვევაში, ქურდობის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა... არხის სხვა სიახლეები:* ეს ადამიანი უცხოპლანეტელი იყო და ამ ამბის გამჟღავნებას, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა* FBI–იმ ამო–ს კატასტროფის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა* 10 ყველაზე ექსტრემალური დასახლება მსოფლიოში113 4-ს მოსწონს
|