x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"როგორ დადიან რესტორნებში ერთად ქმარი და ცოლის საყვარელი და მხოლოდ მათ არ იციან, რომ ყველამ იცის"-ლალი მოროშკინა
image


"სრული ნირვანა მაქვს წუხელ, სიღნაღში, სანამ კახურ ნაზუქებს ვაცხობდით, გავიგე ვინ ვისთან დადის, ვინ ვის ღალატობს, ვის რა აჩუქა, ან არ აჩუქა ქმარმა, ასევე, ვის რა დანაზოგი ჰქონდა და სად წაიღო, ვინ რა იშოვა რთველში და რას იშოვის ატმობაზე, რა ღირს ნივთები წნორში "ერთლარიანებში", სად შეიძლება ფარდების შემოკეცვა, როდის ირგვება პომიდორი, რომელი მწვანილი ჯობია ჩაქაფულში, ვის აქვს ყველაზე კარგი კიტრი ბაზარში, როგორ უთავაზა ქმარმა ცოლის საყვარელს, როგორ დადიან რესტორნებში ერთად ქმარი და ცოლის საყვარელი და მხოლოდ მათ არ იციან, რომ ყველამ იცის.


თურმე ქვედა ქუჩაზე ერთი მეზობელი ღამ-ღამობით მეორე მეზობელსა სტუმრობს.


რამდენი კნუტი დაყარა ბებოების ფისომ, ვინ დაბრუნდა საბერძნეთიდან და იტალიიდან, აქა სჯობიაო, ვის როგორი ღვინო აქვს და სად ვქეიფობთ ხვალე ხვალზეით. ეს გუშინდელი დღის მცირე ანოტაცია.



ხო, თურმე ადრე ყველას "პეროიანი პრონწკი" ვეგონე და აღმოჩნდა, რომ ვირივით მშომელი ვყოფილვარ( ვირი არაა სალანძღავი კახეთში, უტოლდება ძროხის ღვთაებას ინდოეთში????) მოკლედ, ვეძებ მილიონ მიზეზს, რომ არ დავბრუნდე დედაქალაქში #მიყვარსსიღნაღი

❤️❤️❤️

არ მამიკითხოთ, თქვენი ნევრი არალი"-წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა

1
471
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
471
  
2023, 16 აპრილი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1