x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ადამიანობა არ შეგრჩათ... როგორ უნდა მოიხმაროთ მოხუცების მოპარული ფული“ - გოგა ჩანადირი "ქოლცენტრების" სკანდალზე
image.


ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

.

„ფაქტია, რომ ევროპელი სამართალდამცავებისთვის ე.წ თაღლითური ქოლცენტრების კვალი ბევრჯერ მოვიდა საქართველოში.



პირადად ჩემთვის ეს არის უაღრესად შეურაცხმყოფელი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რაღაც ყალბი კომპანიებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით უცხოელ პენსიონერებს დანაზოგებს ჰპარავენ.

.

ეს ყველაფერი ჩემთვის სამარცხვინო და დამაცირებელია. წარმოიდგინეთ, თქვენს საკუთარ ბებიას ან პაპას ვინმემ მთელი ცხოვრების ნაწვალები დანაზოგი რომ წაღლიტოს, ამას თავად ის კი არა, თქვენც ვერ შეხედავთ მშვიდად.

,

მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო - დაწყებული კომპანიის ჩამოყალიბებით და გაგრძელებული ტელეფონზე დამრეკავებით.


არ გამიკვირდება, ამ მავნებლურ და შემარცხვენელ საქმეში ყოფილი და ახალნდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც რომ ფიგურირებდნენ.

.
როგორ უნდა მოიხმაროთ მოხუცების მოპარული ფული?


ადამიანობა არ შეგრჩათ?“ - წერს გოგა ჩანადირი.


ცნობისათვის, BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების გაძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

1
136
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
136
  
2023, 16 აპრილი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1