x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ფინეთი წელსაც მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა - რატომ?
ბოლო 6 წლის მანძილზე ფინეთი ბედნიერების ინდექსში მსოფლიო მასშტაბით ლიდერის პოზიციას უცვლელად ინარჩუნებს, მაგრამ მაინც რატომ? რატომ ხდება, რომ ფინელი ხალხი გამოკითხვების თანახმად უკანასკნელი 6 წლის მანძილზე ყველაზე ბედნიერი ხალხია? ქვემოთ შევეცდებით, ამის მიზეზები აგიხსნათ:


1. სოციალური თანასწორობა


კვლევებით დადგენილია, რომ სოციალური უთანასწორობა ფინეთში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ეს ჩრდილოევროპული ქვეყანა ამ მაჩვენებლით მე-11 ადგილს იკავებს მთელ პლანეტაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ფინეთში განსაკუთრებით დაბალია უთანასწორობა ხელფასების თვალსაზრისით. დაქირავებულები მეტნაკლებად თანაბარ ხელფასებს იღებენ და ფინეთში ეს ნორმად არის ქცეული.


2. სოციალური დაცვა



ფინეთი სოციალური თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესო დაცვას სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს. ფინელი უმუშევარი 555 ევროს იღებს თვეში. ეს თანხა მას მანამდე ეძლევა, სანამ ღირსეულ სამუშაოს მონახავდეს ღირსეული ანაზღაურებით.


3. არჩევანის თავისუფლება


დემოკრატიის ინდექსში ფინეთი დედამიწაზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. მე-5 ადგილი ჟურნალ “ეკონომისტის” მიერ შედგენილ სტატისტიკაში. ეს ხუმრობა ნამდვილად არ გახლავთ.


4. კორუფციის დაბალი მაჩვენებელი


ფინეთი მსოფლიოში მე-2 ადგილზეა არაკორუმპირებული ქვეყნების ინდექსში. ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ დანიას ჩამორჩება. თანაც, ფინეთი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა მთელ პლანეტაზე არამხოლოდ წელს ან გასულ წელს, არამედ ათწლეულების განმავლობაში.


5. საუკეთესო ჯანდაცვა


გარდა ამისა ფინეთს აქვს მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვა, რომელიც სახელმწიფოსგან პირდაპირ ფინანსდება და რომელიც მაქსიმალურად დეცენტრალიზებულია (კერძო ჯანდაცვა აქ ნაკლებად არის. მთელ ქვეყანაში სულ ორიოდე კერძო კლინიკა მოქმედებს).


ფინეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განათლება და მეცნიერებაც მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე დგას. საბოლოო ჯამში, ეს არის უაღრესად წარმატებული ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო არმია მთელ ევროპაში და რომელიც ცოტა ხნის წინ NATO-ს წევრი გახდა, რითაც კიდევ უფრო განიმტკიცა უსაფრთხოება.


სოციალური ბინების სისტემაც ფინეთში ძალიან მოწესრიგებულია და უსახლკარო ადამიანებს აქ თითქმის ვერ შეხვდებით.


ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ბედნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებას განაპირობებს.


ფინეთი

0
72
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0