x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ს საიდუმლო დოკუმენტები შეიცავს გეგმებს პუტინისა და ზელენსკის გარდაცვალების შემთხვევაში
image


ინტერნეტში გაჟონილი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები შეიცავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის - ვლადიმერ ზელენსკის გარდაცვალების შემთხვევაში სცენარის შემდგომ ანალიზს.


The New York Times-ის თანახმად, დოკუმენტები შეიცავს ოთხ შესაძლო სცენარს და მათ გავლენას რუსეთ-უკრაინის ომზე.


სხვა საკითხებთან ერთად, სცენარში გათვალიწინებულია კონფლიქტში მონაწილე ქვეყნების ლიდერების სიკვდილის შემთხვევაც.



აღნიშნულია, ისიც რომ, ომი როგორც ჩანს, გაჭიანურდება.


დოკუმენტი სცენარით, სავარაუდოდ, სპეცსამსახურებმა შექმნეს. ის სამხედროებს ეხმარება გააანალიზონ მიმდინარე მოვლენების შესაძლო შედეგები.


გარდა ამისა, პენტაგონმა გამოთვალა სცენარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კრემლზე ჰიპოთეტური დარტყმის შემთხვევაში.


„ერთ-ერთი ჰიპოთეტური სცენარი გვიჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს, თუ უკრაინა კრემლს დაარტყამს. ამ მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს ესკალაცია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აღშფოთებული საზოგადოების საპასუხოდ ... განიხილავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას“, - აღნიშნავენ ამერიკული გაზეთის ჟურნალისტები.


გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია. მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ

ზედიზედ ორჯერ გაჟონა აშშ-ს საიდუმლო დოკუმენტებმა უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთის შესახებ . მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის ქსელის შექმნის გეგმა.სულ არის ასამდე დოკუმენტზე საუბარი.







0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0