x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რატომაა ხუთშაბათი „თევზის დღე“?
image

თევზის სასარგებლო თვისებების შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის და ბევრ ქვეყანაში ამ პროდუქტთან დაკავშირებული მთელი რიგი ტრადიციები არსებობს. ალბათ გეცოდინებათ, რომ ხუთშაბათი თევზის დღედ ითვლება. საიდან გაჩნდა ასეთი ტრადიცია, დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა, არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ეს ფაქტი მართლმადიდებლურ ტრადიციას უკავშირდება, რომლის თანახმად, ოთხშაბათს და პარასკევს ხორცის ჭამა იკრძალებოდა. ამ დღეებს შორის თევზის მიღება კი პირდაპირ კავშირში იყო ადამიანის ჯანმრთელობასთან. ორგანიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მარაგს სწორედ თევზით ივსებდა.

image

ტრადიციის მიხედვით, ქრისტიანები უნდა დამორჩილებოდნენ კვებით შეზღუდვებს, რათა ცოდვები მოენანიებინათ. ხშირ შემთხვევაში, თევზი არ იყო აკრძალულ პროდუქტებს შორის, რადგან ის ცივსისხლიანია და ამიტომაც, ცხოველური ხორცის შესანიშნავ ალტერნატივად ითვლებოდა. თევზი ძველად მარხვის დღეებშიც კი ნებადართული იყო. ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვისაც ხელი მიუწვდებოდა მასზე.



კიდევ ერთი ცნობილი ვერსიით, თევზის დღე საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხელისუფლებამ დააწესა, რაც პირდაპირ კავშირში იყო ქვეყანაში საქონლის და ღორის ხორცის დეფიციტთან. თევზის დღის აუცილებლობის შემოღებით, ხორცის დეფიციტი რომ გადაეფარათ. სიახლემ მასობრივი კამპანიის სახე მიიღო, რომელსაც დიეტოლოგებიც შეუერთდნენ. ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწეოდნენ და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. მრავალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ თევზი იდეალურად ეწერება ჯანსაღი კვებისა და დიეტების სიებში.


უნდა ითქვას, რომ დღესაც, ხუთშაბათის ტრადიცია დაკარგული არ არის. ძალიან ბევრ რესტორანში, ხუთშაბათს, თევზის არჩევანი განსაკუთრებით მრავალფეროვანია, სპეციალურად აქციებიც ტარდება ამ დღეს. მაგალითად კომპანია "ოკეანე", ნიკორა სუპერმარკეტების და ლიბრეს ქსელში, ხუთშაბათობით, სხვადასხვა სახეობის თევზზე ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს სლოგანით „ხუთშაბათი თევზის დღეა“.

image

ქართული ბრენდი „ოკეანე“, ბაზარზე 20 წლის წინ გამოჩნდა და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი წარმოება აქვს. როგორც კომპანიაში გვითხრეს, წარმოება წლიდან წლამდე იზრდება, რადგან თევზის პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან თევზს ქართულ სუფრაზე ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა. ივანე ჯავახიშვილი წერდა - „ქართველს უთევზოდ პურის ჭამა და დროის ტარება არაფრად მიაჩნდა“. მართლაც, სხვადასხვა დღესასწაულზე, ჭირსა თუ ლხინში, თევზისგან რამდენიმე დასახელების კერძი მზადდებოდა.


ახალდაჭერილ თევზს თბილისელი მეთევზეები ქუჩებსა და ბაზრებში ხელზე ყიდდნენ, მაგრამ არსებობდა უფრო მოწესრიგებული სისტემა და თევზით სავაჭრო სპეციალური ადგილებიც, სადაც მეთევზეები თევზს აბარებდნენ. სწორედ ამ სავაჭრო ადგილების მეპატრონეთა დაკვეთით იჭერდნენ მეთევზეები სხვადასხვა სახის თევზეულს თბილისსა თუ საქართველოს სხვა კუთხეებში.

image

შემდეგ თითქოს თევზის კულტურა დაიკარგა, მაგრამ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, თევზზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, ბოლო 20 წელში თევზის მოხმარება 10-ჯერ გაიზარდა. თევზზე მოთხოვნის გაზრდამ წარმოების განვითარებასაც შეუწყო ხელი და ასორტიმენტიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ერთი რაც არ შეცვლილა, ხუთშაბათის სიმბოლური დატვირთვაა და დღესაც ბევრისგან მოისმენთ ფრაზას, რომ „ხუთშაბათი თევზის დღეა“.



0
474
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0