x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136146
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510391
"რა საცოდაობა ყოფილხარ... შენ კაცი რანაირად მეგონე ნეტა?"- მაკა რაზმაძე პაატა გულიაშვილს დაუპირისპირდა

image


ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მსახიობისა და კომიკოსის, პაატა გულიაშვილს მიერ იუმორისტულ შოუში მის შესახებ გახმოვანებულ "უკბილო ხუმრობას" "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და გულიაშვილს "საცოდაობას" და "უნიჭოს" უწოდებს:


"გულიაშვილი პაატა რა საცოდაობა ყოფილხარ შენი უნიჭო, ბებიაჩემისდროინდელი იუმორით და სუსის აგენტური დავალებების შესრულებით...


შენ კაცი რანაირად მეგონე ნეტა?"- წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.


როგორც ჟურნალისტის პოსტის ქვეშ კომენტარებიდან ირკვევა, "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ გადაცემაში პაატა გულიაშვილმა ტელეწამყვანის შესახებ უხამსად და უნიჭოდ იხუმრა, თუმცა მაკა რაზმაძე არ აკონკრეტებს, კერძოდ რა ხუმრობაზეა საუბარი, რაც მას თავი ასე შეურაცხყოფილად აგრძნობინა.










0
2408
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2408