ფოტოგრაფია
პაპარაცების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც ვარსკვლავებს რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაუფუჭეს
2023, 24 ნოემბერი, 13:22
პაპარაცები ცნობილ ადამიანებს მშვიდად ფეხის გადადგმის საშუალებასაც კი არ აძლევენ. აბა, თქვენი თავი წარმოიდგინეთ რამდენად გამაღიზიანებელი იქნებოდა 24 საათის განმავლობში აბეზარი ფოტოგრაფების მიერ თქვენი ყოველი ნაბიჯის კონტროლი. პაპარაცები ვარსკვლავების ცხოვრების შესახებ ყველაფერს მოურიდებლად ყვებიან, იმასაც კი, რაზეც ხშირად თავად სელებრითებს გაჩუმება ურჩევნიათ. წარმოგიდგენთ პაპარაცების მიერ გადაღებულ სკანდალურ ფოტოებს, რომლებმაც ვარსკვლავებს უამრავი პრობლემა შეუქმნა.
ნატალია ვოდიანოვას გაუპარსავი ფეხები
იგი აზალიას ცელულიტში ჩაფლული სხეული
ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პოპ - მომღერალს ბავშვი ლამის ხელიდან გაუვარდა, საბედნიეროდ, ჩვილი იქვე მყოფმა სელებრითის დაცვის წევრმა დაიჭირა.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მილა კუნისი მაკიაჟის გარეშე ასეთი იქნებოდა.
პაპარაცებმა მთვრალი მსახიობი ჰოლივუდის კლუბ "Guys & Dolls"-დან გამოსვლისას დააფიქსირეს.
დისტროფიკი - მადონა. პოპ-ვარსკვლავს ან განათებამ უმტყუნა ან ცუდმა რაკურსმა ან თვით საკუთარმა სხეულმა. ასეა თუ ისე, მომღერლის ფოტო მთელს მსოფლიოში ვირუსივით გავრცელდა, ხოლო პოპ -დივას გალეულ მკლავებს პრესა კიდევ დიდხანს განიხილავდა.
მაიკლ ჯექსონი ბავშვს სასტუმროს ფანჯრიდან საკუთარ ფანებს უჩვენებს. ასეთი საქციელი პოპ - მუსიკის მეფედ აღიარებულ მომღერალს საზოგადოებამ სისასტიკედ ჩაუთვალა.
ფოტოზე კლუბიდან გამოსულ ქეით მოსს ხედავთ, რომელსაც შარვალი თეთრი გაურკველი ნივთიერებით აქვს დასვრილი, რომელიც სავარაუდოდ, ან პუდრია ან აკრძალული ფხვნილი.
1986 წელი, ნიუ-იორკი.... შონ პენი აბეზარ ფოტოგრაფს ვინი ძუფანტს ფიზიკურად უსწორდება. მსახიობი და მისი მეუღლე მადონა საკუთარ ბინასთან პაპარაცების თავდასხმის ობიექტები გახდნენ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფოტო სხვა პაპარაცის, რონ გალელას მიერ არის გადაღებული.
"Playboy"-ის გარდაცვლილი ვარსკვლავის ანა ნიკოლ სმიტის ფოტო 2007 წელს 1, 5 მილიონი დოლარი ღირდა, ხოლო "Splash News & Picture Agency"-მა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ვარსკვლავს ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი უკეთდებოდა საკმაოდ სოლიდურ თანხად შეიძინა.
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის პირველი ერთობლივი ფოტო. კადრი გამოცემამ 500 ათას დოლარად იყიდა, სანამ მტკიცებულებები გამოჩნდებოდა მათი რომანი მხოლოდ დაუსაბუთებელი ჭორი იყო.