x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508690
5 ტოპ - მოდელი, რომელმაც მსახიობის ამპლუა საკმაოდ წარმატებით მოირგო

image


დიდ ეკრანამდე ბევრი გზა მიდის, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო - სამოდელო კარიერაა, ვინაიდან თუ ადამიანები მზად არიან მოდელების პოსტერებისთვის ან მსოფლიო პოდიუმებზე მათი ნახვისთვის თანხა გადაიხადონ, მაშინ ისინი ფულს დიდ ეკრანზე მოდის სამყაროს წარმომადგენლების გამოჩენაშიც გადაიხდიან! თქვენ წინაშეა 5 წარმატებული ტოპ - მოდელი, რომელმაც მსახიობის ამპლუა მოირგო და დიდ ეკრანზეც გაიბრწყინა.




ემილი რატაკოვსკი


image


ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა ემილი რატაკოვსკიმ ბედი კინოინდუსტრიაშიც სცადა, გოგონამ უკვე ათამდე ეპიზოდური და ხუთი მთავარი როლი შეასრულა, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულად ახალგაზრდული მუსიკალური დრამა "ჩვენ შენი მეგობრები ვართ" (2015) იქცა. ეს გახლავთ მუსიკალური მელოდრამა სიყვარულზე, რომელიც მთავარი გმირის განცდებზე მოგვითხრობს. ზაკ ეფრონის გმირს თავისი ახალი მეგობრის შეყვარებული უყვარდება, რომელიც მას ტრეკის პოპულარიზაციაში უნდა დაეხმაროს.





კეიტ აპტონი


image


ამერიკელ სუპერმოდელს კეიტ აპტონსაც აქვს ათამდე ფილმში ნათამაშები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოირჩევა. რეჟისორ ნიკ კასავეტესის სახალისო კომედია "სხვა ქალი" ერთ მატყუარა ბიჭსა და მის სამ ვნების ობიექტზე მოგვითხრობს, რომლებიც მის წინააღმდეგ შეიკვრებიან და შურისძიების გეგმასაც დასახავენ. გამოცდილ კამერონ დიასთან და ლესლი მანთან ერთად კეიტმა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც ფილმი საკმაოდ ამაღელვებელი და სახალისო გამოვიდა.




როზი ჰანტინგტონ-უაიტლი


image


მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი მოდელის კინოკარიერაში მხოლოდ ექვსი კინოროლია, როზი ჰანტინგტონ-უაიტლმა მაინც მოახერხა ფილმში "ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე" ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობის ნომინაციაში "ოქროს ჟოლოს" მოპოვება. მისი ნახვა ასევე შეგიძლიათ რეჟისორ ჯორჯ მილერის 2015 წელს გადაღებულ ფილმში "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა".



მოლი სიმსი


image


მოლის ანგარიშზე უკვე 20-ზე მეტი ფილმია, ამერიკელი ტოპ - მოდელი მონაწილეობას ძირითადად, სერიალებში იღებს, მის ყველაზე წარმატებულ და გამორჩეულ ფილმად კი შეიძლება ჩაითვალოს 2008 წელს გადაღებული კომედია "ყოველთვის თქვი "დიახ", სადაც მას პარტნიორობას ჯიმ კერი უწევდა.




რებეკა რომეინი



image


მართალია, ცნობილი ამერიკელი მოდელი 60-ზე მეტ ფილმში გაბრწყინდა, თუმცა ხანგრძლივი კინოკარიერის განმავლობაში "ოქროს ჟოლოს" პრემიის "სიხარულიც" იგემა, რებეკამ არაერთხელ ითამაშა "იქს-ადამიანების" ტიპის სუპერგმირულ კინოში, რომელთა შორისაც იყო "სამართლიანობის ლიგა" და სხვა მრავალი სერიალი.










0
445
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
445