x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
იცით, რა იწვევს იმუნიტეტის გაუარესებას? - ზედმეტი მარილის მიღება

თუ მარილს ზომიერად იყენებთ, მაშინ მას არ შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანს. თუმცა, თუ თქვენ მუდმივად ზედმეტს აყრით საკვებს, მაშინ მას შეუძლია უარყოფითი შედეგების გამოწვევა.image

გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გერმანიის მაცხოვრებლები დაახლოებით ორჯერ მეტ მარილს მოიხმარენ, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოცემულ რჩევებშია ყოველდღიური მარილის მიღების შესახებ. დღიური ნორმაა არაუმეტეს ხუთი გრამი, გერმანელები კი ორჯერ მეტს მოიხმარენ, შესაბამისად უმრავლესობას აწუხებს მაღალი წნევა.

Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn-ის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც დაკავშირებული იყო ნატრიუმის ქლორიდის ზემოქმედების იდენტიფიცირებასთან სხეულის იმუნურ სისტემაზე.image
ძველმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბი მარილი ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. ამჯერად მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ასეთი დასკვნები ეხება მხოლოდ კანში მიმდინარე პროცესებს, რომელიც თავისთავად კარგად აგროვებს მარილებს.

ადამიანის სისხლს, ისევე როგორც ჩვენს ორგანოებსა და სხეულს, სჭირდება ნატრიუმის ქლორიდის სისტემატური კონცენტრაცია, მაგრამ მისი მატება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტზე.image
ბევრი მარილის შემცველი დიეტა აუარესებს პიელონეფრიტის განვითარებას თაგვებში და ამცირებს იმუნური სისტემის ანტიბაქტერიულ აქტივობას. აღმოჩნდა, რომ რაციონში მარილის დიდი რაოდენობა დაკავშირებულია თირკმელების ჰორმონების დისბალანსთან: მცირდება ალდოსტერონის სეკრეცია და იზრდება გლუკოკორტიკოიდები. ეს უკანასკნელი ასუსტებს ნეიტროფილების აქტივობას და მათ არ შეუძლიათ ფაგოციტოზირებული ბაქტერიების მონელება. მსგავსი ეფექტები ნაჩვენებია ადამიანთა ექსპერიმენტებში.

2
65
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
65
  
2023, 14 აპრილი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 აპრილი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2