x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 პროდუქტი, რომლებსაც დიეტოლოგის რაციონში ვერ შეხვდებით

იმისათვის, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოთ სხვადასხვა მკაცრი დიეტებით, დიეტოლოგები ყველას ჯანსაღად კვებას ურჩევენ. სპეციალისტები ქმნიან მისაღები საკვების და პროდუქტების მთელ ცხრილებს. ყველამ ვიცით, რომ ტკბილეული, ცომეული და სხვა ამგვარი “არაჯანსაღი" სავები ამ სიაში ვერ მოხვდება, თუმცა არის ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც რატომღაც ყველას “ჯანსაღი" და “დიეტური" გვგონია.

1. ბრინჯი

ტყუილად არ ამბობენ, რომ ბრინჯი ზოგიერთ ქვეყანაში პურის ფუნქციას ასრულებს. მასში დიდი რაოდენობით ნახშირწყალია, რომელიც ელს უწყობს ცხიმების წარმოქმნას. ყველაზე ნაკლებად სასარგებლო კი უბრალო, თეთრი ბრინჯია. დიეტოლოგები მაინც ურჩევენ ბრინჯის მცირე რაოდენობით მიღებას, ოღონდ მხოლოდ იმ შემთვევაში, თუკი ის მაღალი ხარისხისაა.image

2. ტკბილი იოგურტები

ჯანსაღი ფერმენტირებული რძის პროდუქტები არ შეიძლება იყოს ტკბილი. იმისდა მიუხედავად, რომ კეფირი და იოგურტი ძალიან აუცილებელი საკვებია ორგანიზმისთვის, მაინც უმჯობესია მათი მიღება შაქრისა და ხილის დანამატების გარეშე. ტკბილი იოგურტი უფრო დესერტია, ვიდრე ფერმენტირებული რძის პროდუქტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის.დიეტოლოგები გვირჩევენ თავი შეიკავოთ ფერმენტირებული რძის პროდუქტებისგან, რომლებიც სახამებლითაა გასქელებული ამის ნაცვლად, უმჯობესია დაამატოთ ნატურალურ იოგურტში ვანილის ექსტრაქტი და ახალი კენკრა.image

3. ორახუში

ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი და არომატული, ოხრახუში შეიძლება საზოანოც აღმოჩნდეს სხეულისთვის. გამოუცდელ დიასახლისებს შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს და ახლობლებს, ბოსტნეულზე მაიონეზის, არაჟნის ან კარაქის დამატებით. ოხრახუში ათავისუფლებს ნიტრიტებს, ასე რომ სიტყვასიტყვით ნახევარი საათის შემდეგ ბოსტნეულის სალათის მომზადების დაწყებიდან, ოხრახუში შხამად იქცევა. დიეტოლოგები გვირჩევენ ოხრახუშის დამატებას, სურვილისამებრ, ნებისმიერ კერძს სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლიათ დაუმატოთ ეს მწვანილი, ასე შეინარჩუნებს ეს სამკურნალო მცენარე თავის ყველა თვისებას.image

4. სოუსები

ხომ შეგიმჩნევიათ როგორი სხვაობაა სახლშიუ გაკეთებულ კეტჩუპსა და მაღაზიაში ნაყიდს შორის? იგივეა სხვა სოუსების შემთხვევაშიც. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მაღაზიებში ნაყიდი სოუსები შეიცავენ დიდი რაოდენობის შაქარს. შაქრის დამატება პროდუქტში გემოების მისაცემად უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ნატურალური პომიდვრის დამატება, შემოსავალს კი მეტს იღებენ. ამიტომ, ყოველთვის უმჯობესია, სოუსები ჩაანაცვლოთ ზეითუნის ან სელის ზეთით.image

5. ჩირი და ხილის ჩიფსები

ბოლო დროს ჩიფსები პოპულარული გახდა სწორი კვების მიმდევრებს შორის, თუმცა, მწარმოებლების უმეტესობა ამ პროდუქტს კარტოფილის ჩიპების ანალოგიით აკეთებს, მათ დიდი რაოდენობის ზეთსი წვავენ. ამრიგად, ბოსტნეულის ან ხილის ჩიფსები შეიცავს იგივე რაოდენობის კალორიას, რაც კარტოფილის ჩიფსი. ჩიფსები გარეგნულად მიმზიდველად რომ გამოიყრებოდეს, სხვადასხვა დანამატსაც არ იშურებენ, საბოლოოდ კი ბუნებრივი ხილის სარგებლისგან ძალიან ცოტა რამ რჩება. ჩირი როგორც წესი ბოლომდე გამომშრალი, დაპატარაებული უნდა იყოს, ასე რომ, თუ ის პრიალაა, ფუმფულა და რბილი, ე. ი. დამუშავდახელოვნურად და მისი ყიდვა არ ღირს.image

6. ყურძენი

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ყურძენი არაა იმ პროდუქტებს შორის, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ყურძენი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რაც მთავარია, მისი ჭამისას ადამიანს შეჩერება არ შეუძლია და შეიძლება 2 მტევანიც მიიღოს გაუცნობიერებლად. ამით კი კუჭს მხოლოდ შაქრით ამოივსებთ.image

7. არასწორად მომზადებული თევზი

ჯანსაღი კვების თვალსაზრისით, თევზს პრაქტიკულად არ აქვს მავნე "ქოლესტერინის" ცხიმები, რომლებიც უხვად არის ხორცში, მაგრამ ჯანსაღი - ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები - საკმარისზე მეტია. თევზში შემავალი სასარგებლო საკვები ნივთიერებების უმეტესობა შენარჩუნებულია მისი მოხარშვის ან გამოცხობის დროს, ხოლო შემწვარი, დამარილებული ან შებოლილი თევზი საზიანოც კია. image

8. სიმინდი

მრავალი განსხვავებული გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოდიფიცირებული სიმინდი უარყოფით გავლენას ახდენს ხმელეთის და წყლის ორგანიზმებზე. კულტივირების დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიმინდის მტვერი შეიცავს ძალიან მავნე შხამს, რის გამოც ზოგიერთ ქვეყანაში კანონით აკრძალული იყო მოდიფიცირებული სიმინდის გამოყენება. საქართველოში სიმინდის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, ასე რომ, ჯობს მოერიდონ კონსერვირებულ სიმინდს და უბრალოდ მოხარშოთ ან გამოაცხოთ ის.image

9. თხილეულის რძე

ნუშის, ქოქოსის ან ბრაზილიური თხილის რძე დღეს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მათ გემო და არომატი შაქრის დამატებით აქვთ, ასე ომ, ყიდვისას ყოველთვის დააკვირდით მის შემადგენლობას.image

10. ბრინჯის ფირფიტები

ბრინჯის ვაფლები, ე. წ. “ხლებცები" ცხიმის დაბალი შემცველობის გამო ბევრ დიეტაში შედის. ათწლეულების წინ, პოპულარული ჟურნალები აქტიურად ურჩევდნენ პურის შეცვლას ამ ფირფიტებით. სამწუხაროდ, ამ ერთი შეხედვით ჯანსაღ ხრაშუნა ვაფლის აქვს ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსი, ასე რომ თქვენ სწრაფად იგრძნობთ შიმშილს ჭამის შემდეგ. ეს არავითარ შემთხვევაში არ უწყობს ხელს ოცნების ფიგურის მიღებას, რადგან შედეგად, თქვენ ჭამთ ბევრად მეტ კალორიას, ვიდრე გჭირდებათ.image








0
366
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0