კულტურა "ვაკეთებ იმას, რაც მინდა"-ჰოლი ბერის დედიშობილა ფოტომ ნახევარი მილიონი ლაიქი დააგროვა 2023, 11 აპრილი, 15:18
"ვაკეთებ იმას, რაც მინდა" - აღნიშნა 56 წლის ვარსკვლავმა.
მსახიობი ჰოლი ბერის ახალგაზრდას ნამდვილად ვეღარ ვუწოდებთ, მაგრამ ხანდახან 20 წლის ახალგაზრდებზე უარესად „ცელქობს“.ასე რომ, ვარსკვლავმა ზუსტად იცის, როგორ მიიპყროს საზოგადოების ყურადღება. მსახიობს არ ერიდება თავისი მრავალათასიან გამომწერებს შიშველი შინაარსის ფოტოები აჩვენოს. ამ დღეებში, ჰოლიმ ჰოლიმ მოლოდინს გადააჭარბა: მის ბლოგზე საკმაოდ გამომწვევი სურათი გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოს მნახველებიდან შეიძლება ბევრმა მოინდომებს მოდელის ადგილზე ყოფნა. აივანზე მდგომი აბსოლუტურად შიშველი მსახიობი ბოკალით ღვინოს სვამს, ამავდროულად, 56 წლის ბერი სამხრეთის კაშკაშა მზისგან მინაბული აბსოლუტურად კმაყოფილია ცხოვრებით. " ვაკეთებ იმას, რაც მინდა", - ასეთ მინაწერს უკეთებს ფოტოს ჰოლივუდის ვარსკვლავი. ამერიკელი სილამაზის დედოფალი, მსახიობი, რეჟისორი ჰოლი ბერი არის ოსკარის მფლობელი (2002) და პირველი შავკანიანი მსახიობი კინოს ისტორიაში, რომელმაც მიიღო იგი მთავარი როლისთვის, ასევე "ოქროს გლობუსის" (2000) და "ემის" მფლობელი (2000). მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 1991 წელს ფილმში „ჯუნგლების ციებ-ცხელება“, ამას მოჰყვა როლი ფილმში „ფლინსტონები“ (1994), „ბულვორტი“ (1998), „იქს-ადამიანები“ (2000). ჰალიმ ასევე განასახიერა „ბონდის გოგო“ - ფილმში „მოკვდი სხვა დღეს“ (2002). წარუმატებელი აღმოჩნდა ბერისთვის ფილმი „ქალი-კატა“ (2005), როდესაც ოქროს ჟოლოს დაჯილდოებაზე ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად დასახელდა და ჯილდო პირადად გადაეცა. „ემი“ და „ოქროს გლობუსი“ გადაეცა ფილმისათვის „გაიცანით დოროტი დენდრიჯი“. (1999), 2001 წელს კი „ოსკარი“, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისათვის „მონსტრების მეჯლისი“. 799 2-ს მოსწონს
|