x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ეს იყო ჩემი დაბადების დღის მთავარი "წვეულება" - კამპანიის - "აჩუქე წიგნი" ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
image

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კამპანიის - "აჩუქე წიგნი" ფარგლებში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე შესული თანხა, წიგნები და სათამაშოები მთლიანად "ბერი ანდრიას ფონდის" ბენეფიციარებს გადაეცათ.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქვეყნებს.


"#აჩუქეწიგნი და არამხოლოდ...



დღეს შევიკრიბეთ ჩემი მეგობარი დედა თინათისა და ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation–სთვის, რომელიც სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს.


საქველმოქმედო პროექტი "თანადგომა" - მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლი "სიმი" და ეროვნული ბიბლიოთეკა გაერთიანდნენ.


ღონისძიებაზე შემოსული თანხა, წიგნები და სათამაშოები მთლიანად ფონდის ბენეფიციარებს გადაეცათ.


უამრავი ბავშვი მოვიდა თანატოლების დასახმარებლად. ეს იყო ჩემი დაბადების დღის მთავარი "წვეულება" - წერს გიორგი კეკელიძე.


შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე აღინიშნება.


გიორგი კეკელიძის მიერ დაფუძნებული კამპანია #აჩუქეწიგნი 31 მარტს დაიწყო! საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია Biblusi • ბიბლუსი -ს ერთობლივი მოძრაობა 23 დღეს გასტანს და 23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღით დაგვირგვინდება.



0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0