შიშველი ქალის სხეულიდან სუშის ჭამის იაპონური ტრადიცია ყველასთვის ცნობილია. დღეს ამ უჩვულო ტრადიციაში მონაწილეობის მიღება არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების რესტორნებშიცაა შესაძლებელი. დღეს ეს სხვა არაფერია, თუ არა ეროტიკულ-გასტრონომიული გასართობი და იაპონიაშიც კი იშვიათად აღიქვამენ სერიოზულად. ნიოტამორის ტრადიცია სათავეს იღებს შორეულ პრესამურაის ეპოქაში და ოდესღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
იაპონურიდან სიტყვა ნიოტამორის თარგმანი გარკვეულწილად არის- "ქალის სხეულის პრეზენტაცია". მაგრამ თავდაპირველად ცერემონიაში აბსოლუტურად არანაირი სექსუალური ელფერი არ ყოფილა. ათასი წლის წინ გეიშების სკოლებს ჰყავდათ მენტორები, რომლებიც სპეციალურ გოგონებს ამზადებდნენ ასეთი მნიშვნელოვანი კერძებისთვის.
ახალგაზრდა იაპონელი ქალები, რომლებიც ამგვარ ტრადიციაში იღებდნენმონაწილეობას, მამაკაცებს არ ხვდებოდნენ, გარდა ნიოტამორის ცერემონიებისა. ისინი ვალდებულნი იყვნენ ქალწულებად დარჩენილიყვნენ, ამას პროფესია ავალდებულებდათ. ასევე, გოგონა უნდა ყოფილიყო მიმზიდველი და ჰქონდეს რკინის გამძლეობა.
ცერემონია ხშირად 5-6 საათს გრძელდებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში გოგონა ჩუმად და გაუნძრევლად უნდა ყოფილიყო. ამას ემატებოდა კიდევ 2-3 საათი, როდესაც გოგონას ამზადებდნენ, კერძოდ კი კარგად ბანდნენ, ზედმეტ თმას აშორებდნენ, უსვამდნენ სხვადასხვა ზეთებს და შემდეგ აკეთებდნენ “სერვირებას".
“კერძად" გახდომის მსურველთათვის მკაცრი გამოცდა ტარდებოდა, რომელსაც ყველა ვერ უძლებდა. ერთ ძველ იაპონურ ხელნაწერში ნათქვამია, რომ მსურველს შიშველს აწვენდნენ ცივ ოთახში მაგიდაზე და 6 ქათმის კვერცხს და ყინულის ნატეხებს ათავსებდნენ მის სხეულზე სხვადასხვა ადგილას. შემდეგ გოგონას 4 საათით ტოვებდნენ მარტოს, შემდეგ კი ამოწმებდნენ იყო თუ არა ყველა კვერცხი ადგილზე. ასეთი გამოცდის 10 წუთიც კი ძალიან რთული იყო, ყინული კანს წვავდა, დნებოდა და მთელს სხეულზე იღვრებოდა, გოგონა კი გაუნძრევლად უნდა ყოფილიყო საათების განმავლობაში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნიოტამორიში მონაწილეობისთვის ისინი საკმაოდ დიდ ანაზღაურებას იღებდნენ.
ძველად სუშის პირდაპირ შიშველ სხეულზე არ დებდნენ. ჯერ გოგონას კანს რიტუალური იეროგლიფებით ამშვენებდნენ, შემდეგ ფოთლებსა და ყვავილებს აყრიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ, ზემოდან დებდნენ საჭმელს. არავითარ შემთხვევაში არ ეხებოდა საკვები შიშველ სხეულს ან თმას. ასევე, საკვებს სტუმრები მხოლოდ ჯოხებით იღებდნენ და დაუშვებელი იყო გოგონას კანზე თითის დაკარებაც კი.
ნიოტამორის ოსტატებს წლების გნმავლობასი წვრთნიდნენ, რადგან მათი ამოცანა იყო არა მხოლოდ საკვების სხეულზე დადება, არამედ მისი სპეციალურად განთავსება, შინტოს რიტუალის შესაბამისად. თითოეული სახის საკვებისთვის განკუთვნილი იყო სხეულის სპეციალური ნაწილი. ორაგულის ხიზილალა მკერდზე იდებოდა, გულთან უფრო ახლოს -ის ძალას აძლევს. თევზის ფილე მუცელზე, ჭიპის ქვემოთ, სადაც, იაპონელების აზრით, სული მდებარეობს და სასქესო ორგანოებთან დებდნენ გველთევზის ნაჭრებს - რომელიც პასუხისმგებელია მამაკაცის სიძლიერეზე.
რა თქმა უნდა, პირველი ნაჭერი რიტუალის დროს უნდა აეღო განსაკუთრებულ სტუმარს ან ლიდერს, ხოლო შემდეგ დანარჩენებიც უერთდებოდნენ მას. იაპონელებს სჯეროდათ, რომ ახალგაზრდა, ჯანსაღი და სუფთა გოგონას სხეულიდან სუფთა ენერგია შეიწოვება სუშიში და ხდის მათ სამკურნალო და მისტიკური ძალებით დაჯილდოებულს.
როგორ ტარდება ნიოტამორი დღეს? იაპონიას სურდა უფრო ახლოს ყოფილიყო ევროპასთან და ხშირად დაუნდობლად სწირავდა უძველეს ტრადიციებს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ნიპონის ქვეყანაში მშვენიერი ცერემონია მხოლოდ მოხუცებს ახსოვდათ, დასავლეთში კი ეგზოტიკური წარმოდგენა გახდა მხოლოდ გასართობად.
იაპონიაში ნიოტამორის მოდა დაბრუნდა იაკუძას - მაფიოზური კლანების მეშვეობით. გასული საუკუნის 60-70-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტებისთვის რიტუალი სხვა არაფერი იყო, თუ არა „საწყისებში დაბრუნების“ იმიტაცია. ლამაზმანის სხეულიდან სუშის ჭამა მაფიის ლიდერების განუყოფელი ძალაუფლებისა და ნებაყოფლობითობის სიმბოლოდ იქცა. აღარ შეიძლებოდა საუბარი რაიმე სულიერ საწყისზე.
დღეს-დღეობით ეს ტრადიცია მხოლოდ ტურისტების სატყუარაა, ან განსაკუთრებული “შოუ" ელიტურ ბორდელებში. უძველესი ტრადიციის პრაქტიკა კი წარსულს ჩაბარდა და საეჭვოა, ისევ დაბრუნდეს.