x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
უკრაინამ რუსეთს აჩვენა, რომ მას უკვე გააჩნია საკმაოდ "გრძელი ხელი", რათა მისწვდეს მოსკოვს
image
უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ომპლექსი ყოველდღიურად რომ ძლიერდება დასავლელი პარტნიორების დახმარებით ახალი ინფორმაცია ნამდვილად არაა.
ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს უკრაინა ითვლებოდა ერთერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო-სამრეწველო ცენტრად.


ხარკოვში და კიევში აწარმოებდნენ ტანკებს და სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკას, ნიკოლაევში მზადდებოდა უზარმაზარი კრეისერით და სადესანტო ხომალდებით დაწყებული, სწრაფმავალი კატარღებით დამთავრებული სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის გემები.

ასევე უკრაინაში იწარმოებოდა სტრატეგიული ბირთვული ქობინების მატარებელი რაკეტები, გარდა ამისა აწარმოებდნენ სამხედრო-სატრანსპორტო და სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების ავიაციას.


უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, უკრაინელებმა გაჩერებული პროექტების აღდგენა და გამოყენება დაიწყეს, თანამედროვე ელექტრონიკით აღწურვის შემდეგ, რომელსაც დასავლელი პარტნიორები აწვდიან უკრაინას.
უკრაინა უკვე თავად აწარმოებს წყალქვეშა დრონ-კამიკაძეებს, რომელთა დახმარებით რამდენიმე ათეული სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი გამოიყვანეს მწყობრიდან.


უკრაინა მიმდებარე რუსულ ოლქებში "ჰაიმარსების" დახმარებით ახდენდა წერტილოვან დარტყმებს სტრატეგიულ ობიექტებზე, ახლა კი ძალიან დიდ სიღმემდე შეაღწიეს რუსეთში, მოსკოვიდან 170 კილომეტრით დაშორებულ ადგილზე ტულის ოლქის ქალაქ კირეევკაში გასიმა მძლავრი აფეთქების ხმა, აფეთქება კი გამოიწვია საბჭოთა მივიწყებული პროექტიდ ოპერატიულ-ტაქტიკურმა დრონმა "Ту-141 «Стриж»-მა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.


დრონის საბრძოლო ნაწილის აფეთქებამ უზარმაზარი ქვაბული გააკეთა, ირგვლივ მდებარე სახლებში კი აფეთქების ტალღამ ფანჯრის მინები დალეწა.



უცხოელი ექსპერტების თქმით აღნიშნული დრონის აფეთქება, მოსახლეობიდან მოშორებით მოხდა წინასწარ დაგეგმილი გეგმით, რადგან უკრაინელი სამხედროები რუსი სამხედროებისგან განსხვავებით სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლს ერიდებიან და ამისი მაგალითებია ბელგოროდის ოლქში აფეთქებული რუსული სტრატეგიული ობიექტები, სადაც ტექნიკური პერსონალის ძალიან მცირე რაოდენობაა დაღუპული.

უკრაინამ ამ აფეთქებით მოსკოვს მინიშნება გაუგზავნა, რომ მას აქვს საშუალება დაარტყას უშუალოდ მოსკოვს საჭიროების შემთხვევაში.


თავად უკრაინული ოპერატიულ-ტაქტიკური დრონის აფეთქებამ ამხელა სიღრმეში რუსეთის ტერიტორიაზე, ჯერ მოსახლეობის პანიკა გამოიწვია, მერე კი პუტინის რუპორებად ცნობილი სოლოვიოვის, სიმონიანის და სკაბეევასი, რომლებიც დუჟმორეული მოუწოდებდნენ პუტინის რეჟიმს, გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული ქობინები,

ცალკე თემაა თუნდაც ტაქტიკური ბირთვული ქობინების გამოყენებას რუსეთის მხრიდან რა საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება, რადგან დასავლეთის საპასუხო ქმედებებს თავი რომ დავანებოთ უკრაინას ძალიან დიდი რაოდენობით გააჩნია ურანის მარაგი, რითაც თავისუფლად შეიძლება ეგრეთ წოდებული "ბინძური ბომბების" დამზადება და რუსეთი მიიღებს საკმაოდ მძლავრ პასუხს.


სწორედ დასავლეთის რეაქცია და იგივე უკრაინიდან საპასუხო ქმედებების ალბათობის გამო იკავებს რუსეთის დიქტატორი რუსეთის კონსტიტუციით დაშვებული, პრევენციული დარტყმებისათვის ტაქტიკური ბირთვული ქობინების გამოყენებას.

ქვაბული, რომელიც უკრაინული დრონის აფეთქებამ გამოიწვია.
image

0
533
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
533