x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არავის არ მინდა გული ვატკინო, მაგრამ...." - რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ 9 აპრილისადმი მიღვნილ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს სამოქმედო გეგმას უწუნებს:


"დამერწმუნეთ არავის არ მინდა გული ვატკინო, მით უფრო ამ ბზობა დღეს, მაგრამ მაინც მახსენდება აფორიზმი--ქვეყანა იქცეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო----ხალხო რა დროს 12 პუნქტის შესრულებაა, რის ატამი, რა ატამი, ნაცვლად იმისა მსოფლიოს გასაგონად მიტინგებზე ვითხოვდეთ პირადად ივანიშვილის, მისი მთავრობის და პარტიის ლიდერთა დასანქცირებას, სასწრაფო ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ვწერდეთ განცხადებებს კრიმინალური პარლამენტის დატოვებაზე რაც ახალი არჩევენების იურიდიული წინაპირობაა.არ ვიცი თუ ეს არ ესმით ვისაც ეხება ცუდია, ხოლო თუ ესმით და მაინც ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენაზე ირიბად ან პირდაპირ მუშაობენ მთლად უარესი.
"- წერს შალვა ნათელაშვილი.


შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები გააცნო. მისი თქმით, ნომერ პირველი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლებაა, მეორე - დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივი გადადგომა, მესამე - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება, მეოთხე მოთხოვნა კი ხაბეიშვილის თქმით, 12 პუნქტის უპირობო შესრულებაა.


"ჩემო მეგობრებო, ამ 4 მოთხოვნის გარშემო აბსოლუტურად ყველას ვთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც და მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი და პარტიული ინტერესები, დაამარცხეთ თქვენს თავში კომპლექსები და ნუ დაინტერესდებით, რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე. მთავარია, რას ფიქრობს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი თქვენზე.

მინდა დავპირდე თითოეულ თქვენგანს, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ მოკლე დისტანციაზე. მადლობა, მადლობა და მადლობა თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.









0
160
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
160