x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კატასტროფაა! აი, ამ საშიშროებაზე ვსაუბრობდი "- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა 6 % - მდე შემცირებას ნიკა მელიას უმოქმედობას აბრალებს:


"რამდენიმე თვის წინ, ჯერ 8 პროცენტამდე, შემდეგ უკვე 6 პროცენტზე ჩამოიყვანა ნიკა მელიამ მსხვილი დასავლური ოპო. პარტიის რეიტინგი და კიდევ ბედავს რაიმეზე ისაუბროს, ასე იცის უსაფუძვლო ამბიციამ, კრიტიკის არ მიღებამ და "მოტლიკინე ტროლ -ბოტთა" და "მოტლიკინე მლანძღველ ქალთა" ( დიდი ხნის -20 წლის "ინფორმატორთა სტაჟის" მქონე მლანძღველთა) დაჯგუფების, მლიქვნელთა იმედად ყოფნამ. ასე იცის "მიშა მოიცდის", "მიშა ჩემი მეგობარი არ არის და ვერც იქნება", "მიშას თემა ახლა აქტუალური არ არის", "მიშაზე უფრო მაგარი მიშისტი ნუ იქნებით", "რას ჩაყევით მიშას", "აქცია აქტუალური არ არის"და ა.შ.


ჰოდა აი ეს სამარცხვინო ფრაზები და უმოქმედობა არ გაპატიათ ამომრჩეველმა!


კატასტროფაა! აი ამას ვამბობდი, ამ საშიშროებაზე ვსაუბრობდი ამდენი ხნის განმავლობაში, სწორედ ამას!!!!!"- წერს თაკო ჩარკვიანი.


შეგახსენებთ, რომ დღეს გამოქვენებული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. გამოკითხულთა 39% ამბობს მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთი პოლიტიკური პარტია არ დგას. კერძოდ, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 6% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, სხვა პარტიებს კი ნდობას მოსახლეობის 13% უცხადებს.

image







0
334
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
334