x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„არ გაგიკვირდეთ, ცოტა ხანში ხატებით რომ იარონ ქუჩაში ფეხშიშველებმა“ - გუბაზ სანიკიძე
image


ოპოზიციონერი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული ქართველი მოსამართლეები ძალიან შეშინებული არიან და ეს მათი განცხადებებიდან ჩანს.


მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და კიდევ 2 ქართველ მოსამართლეს აშშ-ში შესვლა აუკრძალეს - ინფრორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელდა. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძე.

.


ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას სანიკიძემ ხაზი გაუსვა დასანქცირებული მოსამართლეების რეაქციებს და ივარაუდა, რომ მათი რეაქციები მომავალში უფრო არაადექვატური გახდება.

.

„პირუტყვული შიში აქვთ - გუშინ მურუსიძე გამოვიდა და თქვა, ეს წილხვედრი ქვეყანაა ღვთისმშობლისო და მე თავი დამანებეთო. არ გაგიკვირდეთ, ცოტა ხანში ამ ოთხმა მოსამართლემ და კიდევ ვიღაცები მიემატებიან, ხატებით რომ იარონ ქუჩაში ფეხშიშველებმა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ TV პირველის ეთერში.

0
338
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0