"კარმა არსებობს!" - პიკეს ახალგაზრდა საყვარელმა სავარაუდოდ, ბარსელონას ყოფილ მწვრთნელთან უღალატა
ესპანური გამოცემები Sport და El Comercio იუწყებიან, რომ ჟერარდ პიკეს ახალმა შეყვარებულმა კლარა ჩიამ, რომელთანაც ფეხბურთელი მომღერალ შაკირას ღალატობდა, ბარსელონას საფეხბურთო კლუბის ყოფილ მწვრთნელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან უღალატა. ხოსეპ გვარდიოლა, გამოცემის ცნობით, კლარა ჩიას დიდი ხანია იცნობს - მისი შვილები კლარა ჩიასთან ერთად სწავლობდნენ სკოლაში.
ესპანური ტაბლოიდები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორებია და მტკიცებულების მოპოვებას ცდილობენ. ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ კლარას ღალატი შეიძლება იყოს შესანიშნავი „ბუმერანგი“ პიკესთვის, რომელმაც შაკირას უღალატა. თავად მომღერალმა ინტერვიუებში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია გამოყოფილი ისეთი ქალებისთვის, როგორიც კლარა ჩიაა.
ცოტა ხნის წინ შაკირა შვილებთან ერთად ბარსელონადან მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად, პიკემ კი ამის შესახებ ბოლო წუთებში გაიგო და ახალ სკანდალშიც გაეხვა. შაკირას ლათინოამერიკელი უწოდა, მის ფანებს კი ველურები, შედეგად სპორტსმენი ქსენოფობიაშიც დაადანაშაულეს.