x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
13 მტკიცებულება იმისა, რომ ისტორიას ჩვეულებრივი ხალხი ქმნის და არა პოლიტიკოსები

image
საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფებს შეუძლიათ კაცობრიობის კურსის განსაზღვრა. რომ უბრალო ხალხს არ აქვს უფლება სერიოზული საკითხები განიხილოს. თუმცა, ერთი პოპულარული ინტერნეტპროექტი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს. მას ჰქვია „მუშათა კლასის ისტორია“ და მისი მიზანია აჩვენოს ყველას, რომ ისტორიას მეფეები ან პოლიტიკოსები კი არ ქმნიან, არამედ ჩვენ: მილიარდობით ჩვეულებრივი ადამიანი.

1. 2020 წლის 2 იანვარს, ჩილეს ანტოფაგასტას მაცხოვრებლებმა მოაწყვეს ყალბი პროტესტი, მხოლოდ იმისათვის, რომ მათ აჰყოლოდა ქუჩის ძაღლი სახელად ელ ვაკიტა. ძაღლი მუდმივად უერთდებოდა დემონსტრაციებსა და საპროტესტო აქციებს დახალხს იცავდა პოლიციასთან შეტაკების დროს. ერთ დღესაც ასეთი პროტესტის დროს ძაღლი დაშავდა მაგრამ გაიქცა და ვერ დაიჭირეს, ამიტომ გახდა საჭირო იყო ყალბი პროტესტი. ელ ვაკიტა კვლავ შეუერთდა ბრბოს, რომელმაც იგი პირდაპირ ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანა. 2019 წელს, ადგილობრივი გაზეთ El Diario-ს გამოკითხვაში, El Vaquita “წლის პერსონაჟად" დასახელდა.image

2. 1985 წლის 13 აპრილს, ებრაული წარმოშობის ქალმა, სახელად დანუტა დანიელსონმა, ისტორია დაწერა თავისი მოქმედებით. ნეო-ნაცისტების მსვლელობისას მან, საკონცენტრაციო ბანაკში სასწაულებრივად გადარჩენილი პოლონელი ებრაელის ქალიშვილმა, ჩანთა ე. წ. სკინჰედს დაარტყა. მის მაგალითს სხვა მოქალაქეებიც აჰყვნენ და დემონსტრაცია დაარბიეს.image

3. 1962 წლის 27 ოქტომბერს, კუბის სარაკეტო კრიზისის მწვერვალზე, საბჭოთა B-59 წყალქვეშა ნავის მეთაურის მოადგილემ, ვასილი არქიპოვმა, უარი თქვა კაპიტნის ბრძანების შესრულებაზე ბირთვული ტორპედოების გაშვების შესახებ აშშ-ს სამხედრო ხომალდებიისკენ. ამ გადაწყვეტილებას შეეძლო გამოეწვია ბირთვული ომი ზესახელმწიფოებს შორის. აშშ-ს არმიამ წყალქვეშა ნავის მახლობლად ჩააგდო ბომბები, რათა ხომალდი ზედაპირზე ამოეყვანა, მათ არ იცოდნენ, რომ ხომალდს ბირთვული იარაღი ჰქონდა. საბჭოთა ოფიცრები“ რომლებმაც მოსკოვთან რადიოკავშირი დაკარგეს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. ორმა ოფიცერმა მიიღო თავდასხმის გადაწყვეტილება, მაგრამ არქიპოვმა უარი განაცხადა. ბირთვული ტორპედოების გასაშვებად საჭირო იყო სამი ოფიცრის ერთსულოვანი თანხმობა და არქიპოვის წყალობით ეს არ მოხდა.

image

4. 1939 წლის 29 დეკემბერს, მადლენ პელეტიე, ფრანგი ექიმი, ლიბერტარიანელი სოციალისტი და ქალთა უფლებების დამცველი, გარდაიცვალა თავშესაფარში, სადაც ის გადაიყანეს მას შემდეგ, რაც ღიად დაეხმარა ინცესტის შედგად დაორსულებულ თინეიჯერ გოგონას აბორტის გაკეთებაში. 1874 წელს ღარიბ ოჯახში დაბადებული პელეტიერი გახდა ფემინისტი და სოციალისტი, იბრძოდა ქალთა ხმის უფლებისთვის, სექსუალური სიამოვნების უფლებისთვის, კონტრაცეფციისა და აბორტის გამოყენებისთვის. "მე ვრჩები ფემინისტად... მე დავრჩები სიკვდილამდე, თუმცა არ მომწონს ქალები ისეთი, როგორიც ახლა არიან... აღშფოთებული ვარ მონური მენტალიტეტით."- ამბობდა მადლენი.image

5. ოდრი ჰეპბერნი დაიბადა 1929 წლის 4 მაისს ბელგიაში. მისი მშობლები, ბარონესა და ბანკირი, ორივე ფაშისტები იყვნენ და ჰიტლერს პირადად ხვდებოდნენ. მოგვიანებით, მამამ მიატოვა დედა და ოდრი მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ნიდერლანდებში, სადაც თანდათან შეიცვალა დედის შეხედულებები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს მისი ძმა წინააღმდეგობის გაწევის საპასუხოდ.
ბავშვობაში ჰეპბერნი სწავლობდა ბალეტს და დაიწყო სოლო კონცერტების წინააღმდეგობისთვის სახსრების მოსაპოვებლად. მის სპექტაკლებს "zwarte avonden" ("შავი საღამოები") უწოდეს, რადგან ორგანიზატორები სპექტაკლების დროს ფანჯრებს ისე ჩრდილავდნენ, რომ გარედან არ ჩანდნენ. ჰეპბერნი იყო დოქტორ ჰენდრიკ ვისერტ ჰუფტის წინააღმდეგობის დანაყოფის ნაწილი და მისი მიწისქვეშა ანტიფაშისტური გაზეთის ასლების გავრცელებით იყო დაკავებული.

image

6. 1919 წლის 28 ნოემბერს ლენინში, (ახლანდელი ბელორუსია) დაიბადა ფეი შულმანი, ფოტოგრაფი და ებრაული წინააღმდეგობის წევრი. 1942 წელს ნაცისტებმა ლენინის გეტოში 1850 ებრაელი მოკლეს, რის შედეგადაც მხოლოდ ფეი და კიდევ 25 ადამიანი გადარჩა ცოცხალი. შულმანი, როგორც ფოტოგრაფი, იძულებული გახდა გადაეღო და დაემუშავებინა ამ ხოცვა-ჟლეტის ფოტოები. მან ფარულად გააკეთა ასლები. იგი მალევე გაიქცა და შეუერთდა პარტიზანულ წინააღმდეგობას, როგორც მებრძოლი და მედდა, სადაც განაგრძო მოვლენების დოკუმენტირება. “მინდა ხალხმა იცოდეს, რომ წინააღმდეგობა იყო. ებრაელები ცხვრებივით არ დადიოდნენ სასაკლაოში. ფოტოგრაფი ვიყავი. ფოტოები მაქვს. მე მაქვს მტკიცებულება."- ამბობდა ის. შულმანი ომს გადაურჩა და საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. იგი გარდაიცვალა 2021 წლის 24 აპრილს 101 წლის ასაკში.image

7. 1943 წლის 11 ივნისს კარლ ჰორათი, 20 წლის გეი გერმანელი მედდა, დეპორტირებული იქნა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში (ოსვენციმი). იგი პირველად ჰომოსექსუალობისთვის დააკავეს მას შემდეგ, რაც 1939 წელს ეჭვიანმა საყვარელმა დააბეზღა ნაცისტებთან. მას პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ იგი გაგზავნეს ნეუენგამის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც აიძულეს ეტარებინა ვარდისფერი სამკუთხედი, რითაც აღნიშნავდნენ პატიმარ-გეებს.

ბანაკის ჯანდაცვის განყოფილებაში მუშაობისას, ის და მისი თანამოაზრეები საკვებს უგზავნიდნენ მოშიმშილე რუს ტყვეებს, მათი საქმიანობა მალე გამომჟღავნდა და ჰორათი აუშვიცის ბანაკში გაუშვეს როგორც დამნაშავე და პოლიტ-პატიმარი. მიუხედავად დიზენტერიის დაავადებისა, ის ომს გადაურჩა და 1945 წელს გაათავისუფლეს. რამდენიმე თვის შემდეგ კარლ ჰორატი კვლავ დააპატიმრა დასავლეთ გერმანიის ხელისუფლებამ, რომელიც იცავდა ჰომოფობიურ ნაცისტურ კანონებს. მას ხუთი წელი მიუსაჯეს.
გათავისუფლების შემდეგ, თავისი შეხედულებების გამო, კარლმა ათი წელი ვერ იშოვა სამსახური. და როცა პენსიის მიღების დრო მოვიდა, შემწეობიდან საკონცენტრაციო ბანაკებში ინტერნირების წლები ჩამოაკლდა. ისევე, როგორც უმუშევრობის შეღავათები. ის 2003 წელს გარდაიცვალა სამედიცინო კომპენსაციის გარეშე, ჰოლოკოსტის სხვა გადარჩენილებისგან განსხვავებით. მან თავისი ამბავი მოყვა 2000 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში “პუნქტი 175", რომელიც დასახელდა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნაწილის მიხედვით.image

8. 1968 წლის 16 ოქტომბერს, შავკანიანმა სპრინტერებმა ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა მუშტები ასწიეს “Black Power"- მოძრაობის სოლიდარობის მიზნით აშშ-ის ეროვნული ჰიმნის დროს ოლიმპიურ თამაშებზე. მათი მოქმედების შემდეგ ისინი ამერიკის სპორტულმა ისტებლიშმენტმა გააძევა.

ახლა ჟურნალი Time ამ მოვლენის ფოტოს ერთ-ერთ ყველაზე საკულტოდ მიიჩნევს ხოლო 1968 წელს დაწერეს: „უფრო სწრაფი, მაღალი, ძლიერი“ არის ორგანიზაციის დევიზი. „უფრო ცუდი, საზიზღარი, მახინჯი“ უკეთ აღწერს გასულ კვირას მეხიკოში მომხდარ სცენას.image

9. ოქტომბრის მეორე ორშაბათი არის დღე, რომელიც ბევრ კამათს იწვევს. ზოგიერთისთვის ეს არის კოლუმბის დღე, რომელიც აღნიშნავს ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკაში ჩასვლის წლისთავს. მაგრამ სხვებისთვის, განსაკუთრებით ძირძველი ხალხისთვის, ეს არის მკვიდრი ხალხის დღე. კოლუმბმა არ "აღმოაჩინა" ამერიკა, არამედ ჩავიდა იქ, რაც ახლა ბაჰამის კუნძულებზეა და დაიწყო ადგილობრივების წინააღმდეგ გენოციდი 5 საუკუნის განმავლობაში.

როგორც კი კოლუმბი გადავიდა ნაპირზე, მან და მისმა ეკიპაჟმა დაიწყეს იქ მცხოვრები ტაინოს ინდიელების დამონება, მკვლელობა, წამება და გაუპატიურება. ჰაიტიში ჩასვლისას კოლუმბმა დაიწყო ადგილობრივების იძულება, რომ ოქრო მოეპოვებინათ და ხელები მოკვეთა ყველას, ვინც საკმარისად ვერ შეაგროვა. სულ რაღაც ორ წელიწადში, ჰაიტიში 250 000 ტაინოს წევრიდან ნახევარი გარდაიცვალა ან მკვლელობით ან თვითმკვლელობით. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კუნძულზე მხოლოდ 500 მკვიდრი დარჩა.image

10. 1917 წლის 28 იანვარს კარმელიტა ტორესმა, 17 წლის მექსიკელმა მოახლემ, რომელიც მუშაობდა შეერთებულ შტატებში, უარი თქვა ბენზინის ორთქლის დეზინფექციის სავალდებულო პროცედურაზე საზღვარზე მყოფი მუშაკებისთვის და დაარწმუნა 30 სხვა მუშა, რომ შეერთებოდნენ მას. ამ საპროტესტო აქციას "აბაზანის ბუნტი" უწოდეს. ტორესი იყო ერთ-ერთი იმ ბევრ მუშაკს შორის, რომელიც ყოველდღე კვეთდა საზღვარს ხუარეესსა და ელ პასოს შორის.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელით მექსიკელი მუშები ხშირად ექვემდებარებოდნენ დამამცირებელ მოპყრობას. ისინი იძულებულნი იყვნენ გაშიშვლებულიყვნენ, ტოქსიკური ბენზინით ებანათ და ტანსაცმელი ორთქლით გაეჟღინთათ. პროგრამის დასახული მიზანი იყო ტიფის გამავრცელებელი ტილების მოკვლა. თუმცა, პროცედურა არ ვრცელდებოდა საზღვრის გადამკვეთ ყველა ადამიანზე: მხოლოდ მუშათა კლასის მექსიკელებზე.

28 იანვარს ხალხის მოთმინება ამოიწურა და რამდენიმე საათში ტორესმა მიიზიდა რამდენიმე ათასი მომიტინგე, ძირითადად ქალები. მათ დაბლოკეს ყველა მოძრაობა ელ-პასოში. დაარბიეს საემიგრაციო ოფიცრებ ქვებით და ბოთლებით, როდესაც ცდილობდნენ მათ დაშლას, ხოლო როცა ამერიკელი და შემდეგ მექსიკური ჯარები მივიდნენ, მათ ასევე მოექცნენ. აჯანყება საბოლოოდ ჩაახშეს სამხედროებმა და თავად ტორესი დააპატიმრეს.

მექსიკელი მუშაკების იძულებითი დაბანა და დეზინფექციის ჩატარება ტოქსიკური ქიმიკატებით, როგორიცაა ბენზინი, ინსექტიციდი და ციკლონი B გაგრძელდა 1950-იან წლებამდე. “ციკლონი B "-ს გამოყენებამ საზღვარზე მიიპყრო ნაცისტური გერმანიის მეცნიერების ყურადღება, როგორც მოგეხსენებათ, მათ მოგვიანებით გამოიყენეს ეს ჰოლოკოსტის დროს მილიონობით ადამიანის მოსაკლავად.image

11. ეს ფოტო გადაღებულია 1936 წლის 13 ივნისს ნაცისტურ გერმანიაში ახალი გემის გაშვების ღონისძიებაზე. წრეში მონიშნული ადამიანი, რომელმაც ნაცისტური მისალმების ნაცვლად ხელები გადაჯვარედინა, არის გემთმშენებლის მუშა ავგუსტ ლანდმესერი. მისი საყვარელი ებრაელი იყო. სამხედრო სამსახურის დროს ის ბრძოლაში დაიღუპა, საყვარელი კი საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.image

12. 1960 წლის 30 ივნისს კონგომ მოიპოვა დამოუკიდებლობა ბელგიისგან ათწლეულის განმავლობაში სასტიკი კოლონიური მმართველობის შემდეგ, რომელმაც დაღუპა 8-დან 10 მილიონამდე ადამიანი - ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი. ბელგიის ხელისუფლება იყენებდა მამაკაცებს იძულებითი შრომისთვის რეზინის მრეწველობაში. მოწინააღმდეგეებს და მათ ნათესავებს დევნიდნენ და ანადგურებდნენ. დამოუკიდებლობის შემდეგ ბელგიამ და სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა განაგრძეს ძალაუფლების შენარჩუნება და ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი რესურსების ძარცვა. პირველი დემოკრატიულად არჩეული პრემიერ მინისტრი, სოციალისტი პატრის ლუმუმბა, დააპატიმრეს, აწამეს და მოკლეს ბელგიისა და CIA-ს მითითებით, რომლებმაც შემდეგ სასტიკი დიქტატორი დააყენეს მმართველად.image

13. 1895 წლის 25 მაისს მწერალი ოსკარ უაილდი ორი წლით დააპატიმრეს მამაკაცებთან სექსის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა პოტენციურმა მოწმემ უარი თქვა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. თავის ესეში „ადამიანის სული სოციალიზმში“, სადაც ის თავის პოლიტიკურ იდეებს ასახავს, ​​მწერალი აღნიშნავს: „დაუმორჩილებლობა, ყველას თვალში, ვისაც ისტორია აქვს წაკითხული, ადამიანის თავდაპირველი სათნოებაა. სწორედ დაუმორჩილებლობის შედეგად მიიღწევა წინსვლა, დაუმორჩილებლობით და აჯანყებით“.image


1
737
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
737
  
2023, 7 აპრილი, 22:03
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1