x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რეინკარნაცია: დოროთის უცნაური ისტორია (ნამდვილი ამბავი)

დოროთი ლუიზა იდი 1904 წლის 16 იანვარს დაიბადა. დედა კაროლინა ფროსტი (1879 – 1945) ინგლისელი იყო. ხოლო მამა, რუბენ იდი (1879 – 1935) – ნახევრად ირლანდიელი. ოჯახს საკუთარი სახლი ჰქონდა ლონდონის გარეუბანში.

დოროთი ჩვეულებრივი ბავშვი იყო. ის დარბოდა, თამაშობდა, იცინოდა... მაგრამ ერთხელ კიბიდან ჩამოვარდა და გონება დაკარგა. ექიმმა ბავშვი გასინჯა და მშობლებს სამწუხარო ინფორმაცია აცნობა – მისი თქმით, ბავშვი გარდაცვლილი იყო. დამწუხრებული მამა ექიმს გაჰყვა, რომ ბავშვის გარდაცვალების ცნობა აეღო, მაგრამ სახლში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ გოგონა თავს კარგად გრძნობდა, საწოლზე იჯდა და ისე უდარდელად თამაშობდა, თითქოს, არც არაფერი მომხდარაო.


image


უბედური შემთხვევა 1907 წელს მოხდა, როდესაც დოროთი 3 წლის იყო. მართალია, გოგონა ფიზიკურად არ დაზარალებულა, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ, მას უცნაური ხილვები დაეწყო – მისი სიზმრები და მოგონებები წინა ცხოვრებას უკავშირდებოდა... და როგორც შემდგომში ბევრმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ დაადასტურა, ის ძველ ეგვიპტეში, ახალი ეგვიპტური სამეფოს XIX დინასტიის ეპოქაში (ძვ. წ. აღრ. 1550 – 1186 წწ.) ცხოვრობდა, ქალღმერთი ისიდას ქურუმი იყო და პირადად იცნობდა რამსეს II (რამსეს დიდი) მამას – სეთი I, რომელიც ეგვიპტეს ძვ. წ. აღრ. 1290 – 1279 წლებში მართავდა.


image


მოგონებები წინა ცხოვრების შესახებ, თავდაპირველად, ერთი და იგივე სიუჟეტის სიზმრებში მეორდებოდა: ლამაზი სვეტებიანი შენობა, მის სიახლოვეს, – ულამაზესი ბაღი, ხოლო ბაღის სიღრმეში – ტბა ლოტოსებით. ამავდროულად, გოგონას «საკუთარი სახლის» და «სამშობლოს მიმართ» სევდა და მონატრების გრძნობა იპყრობდა. ბავშვი ხან ოთახში, ხან სამზარეულოში ხშირად ტიროდა და როდესაც მიზეზს ეკითხებოდნენ, ამბობდა, რომ «სახლში უნდოდა». «შენ სახლში ხარ» – არწმუნებდა მას დედა, მაგრამ დოროთი ტირილს აგრძელებდა და მშობლებს ეხვეწებოდა, რომ მისთვის «სახლში წასვლის უფლება მიეცათ». ხოლო, როდესაც ეკითხებოდნენ, თუ სად იყო მისი სახლი, პასუხობდა: «არ ვიცი სად არის, მაგრამ იქ მინდაო». მშობლებს ბავშვის ასეთი ქცევა აკვიატებად მიაჩნდათ და იმ იმედით, რომ ასაკის მატებასთან ერთად გაუვლიდა, განსაკუთრებულ ყურადღებას არ ანიჭებდნენ. თუმცა, ასე არ მოხდა...


ერთხელ, ჩვეულებრივი გასეირნების დროს, მშობლებმა შვილის უცნაური ქცევა შენიშნეს. ისინი ლონდონის მუზეუმში იყვნენ და როდესაც ძველი ეგვიპტის დარბაზში შევიდნენ, დოროთი გაშეშდა. ის არტეფაქტებს თვალს ვერ აცილებდა, შემდეგ დაჯდა შემინულ მუმიებთან, მოჯადოებულივით ერთ წერტილს უყურებდა და სახლში წასვლაზე უარს ამბობდა. გავიდა კიდევ ცოტა დრო და მან მუმიის სარკოფაგის გარშემო სირბილი და მისი დაკოცნა დაიწყო.


image


ამ ინციდენტის შემდეგ, დოროთის დეპრესია დაეწყო, ის გამუდმებით ძველი ეგვიპტის სურათებს ათვალიერებდა და ამბობდა, რომ იქ მისი სახლი იყო. ის სამშობლოში დაბრუნებას დაჟინებით ითხოვდა.

ერთხელ, დოროთიმ ჟურნალში ფოტოსურათი ნახა წარწერით: «სეთი I ტაძარი აბიდოსში». მას სახე გაუნათდა და მშობლებს უთხრა, რომ ერთ დროს, სწორედ ამ ტაძარში ცხოვრობდა, ხოლო მის გვერდით ულამაზეცი ბაღი იყო. მამა შეეცადა ბავშვისთვის აეხსნა, რომ ეს შენობა ათასობით წლის წინ იყო აშენებული, მაგრამ გოგონა დაჟინებით იმეორებდა, რომ ტაძარი – მისი სახლი იყო და რომ სიზმრებში სწორედ მას ხედავდა.


image


მას შემდეგ, დოროთი გამუდმებით მუზეუმში ითხოვდა წაყვანას, ხოლო როდესაც წამოიზარდა, თავადაც ახერხებდა იქ წასვლას და თავისუფალ დროს ძველი ეგვიპტისადმი მიძღვნილ დარბაზებში ატარებდა. სწორედ იქ გაიცნო მან ერნესტ უოლისი (Ernest Alfred Thompson Wallis Budge), ბრიტანეთის მუზეუმის ეგვიპტური განყოფილების უფროსი, არქეოლოგი, ეგვიპტოლოგი და არაერთი წიგნის ავტორი. მეცნიერის ხელმძღვანელობით მან ძველი ეგვიპტის ისტორიის და იეროგლიფების შესწავლა დაიწყო. ხოლო, სკოლის დამთავრების შემდეგ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა...



image


და კიდევ 20 წელი გავიდა, ვიდრე სანუკვარ სურვილს აისრულებდა. «ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, აბიდოსში ჩასვლა, აბიდოსში ცხოვრება და აბიდოსის მიწაში განსვენება. მაგრამ, ჩემი ჩანაფიქრის განხორციელებაში, გამუდმებით რაღაც მიშლიდა ხელს» — აცხადებდა ის.

«ამ დაკარგულ წლებში», როგორც დოროთი უწოდებდა, ის გათხოვდა, შვილი შეეძინა და მეუღლეს დაშორდა.

როდესაც ბოლოს და ბოლოს, 1952 წელს ხანმოკლე ვიზიტით ეგვიპტეში ჩავიდა, მაშინვე აბიდოსში გაემგზავრა და სეთის ტაძარში მთელი ღამე ლოცვაში გაატარა.


image


ბრიტანეთში დაბრუნებული დოროთი ხელმძღვანელობას სთხოვდა, მისთვის აბიდოსში სამუშაო მოენახათ, რომ იქ ცხოვრების საშუალება ჰქონოდა. მაგრამ, ეს დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში, აბიდოსი ერთი პატარა სოფელი იყო, თიხის სახლებით, წყალგაყვანილობის გარეშე... და მსუბუქად რომ ვთქვათ, საცხოვრებლად შეუფერებელი ადგილი იყო ბრიტანეთში აღზრდილი მარტოხელა ქალისთვის.

1956 წელს, ხელმძღვანელობამ როგორც იქნა თანხმობა მისცა დოროთის და აბიდოსში სამუშაო უშოვა: მას ტაძრის ბარელიეფების ჩანახატები უნდა გაეკეთებინა, რაშიც ყოველდღიურად 2 $ გადაუხდიდნენ.


image


იმ პერიოდისთვის, მისი ვაჟი საცხოვრებლად მამასთან გადავიდა და დოროთის თავისუფლად შეეძლო ყველაფრის მიტოვება და აბიდოსში გამგზავრება. იქ ის პატარა სახლში დასახლდა, პატარა მეურნეობა გაიჩინა (თხები, ქათმები, ვირი) და ადგილობრივ გლეხებს დაუმეგობრდა. მოგვიანებით, საცხოვრებლად კაიროში გადავიდა, გათხოვდა, ვაჟი შეეძინა და მას სეთი დაარქვა. ხოლო, თვითონ ომ სეთი დაირქვა.

მისი მეორე ქორწინებაც ხანმოკლე აღმოჩნდა. ქმარი ვერაფრით ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ დოროთი ღამღამობით ტრანსში ვარდებოდა და იეროგლიფებით რაღაცას წერდა... და ისინი დაშორდნენ.
რაც შეეხება ჩანაწერებს, საბოლოო ჯამში, მან 70 გვერდი დაწერა, რომელშიც აღწერდა, თუ როგორ ცხოვრობდა ის ძველ ეგვიპტეში. მისი თქმით, წინა ცხოვრებაში ბენტრეშუტი ერქვა და კომ-ელ-სულთანის (Kom El Sultan) ტაძრის ქურუმი იყო და რომ, 14 წლის ასაკში, შვილი ჰყავდა ფარაონისგან.


image


დოროთის თქმით, ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ის ღარიბ ოჯახში დაიბადა და ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც მშობლებმა ქურუმად აღზრდის მიზნით, ომ-ელ-სულთანის ტაძარში გაგზავნეს. 12 წლის რომ გახდა, მას მთავარმა ქურუმმა ჰკითხა, უნდოდა, თუ არა, ადამიანების სამყაროში დაბრუნება და გათხოვება, თუ ტაძარში დარჩენას და ქალღმერთის მსახურობას ისურვებდა. გოგონამ დარჩენა არჩია და ქალწულობის აღქმა დადო. ამის შემდეგ, მან სპეციალური მომზადება გაიარა, რომ ტაძარში ჩატარებულ რიტუალებში მონაწილეობა მიეღო.


image


ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ფარაონმა სეთმა ახალგაზრდა ლამაზი ქურუმი შენიშნა და შეუყვარდა. ხოლო, რამდენიმე დღის შემდეგ, აღთქმის მიუხედავად, ის თავის საძინებელში მიიწვია. ფარაონს და ბენტრეშუტს ვაჟი შეეძინათ, რომელიც სეთს მთელი გულით უყვარდა. შეყვარებულების იდილია რამდენიმე წელი გრძელდებოდა, ვიდრე ფარაონი არ გარდაიცვალა. ამის შემდეგ, წლების მანძილზე დაგროვილი ბრაზი და ბოღმა ქურუმებმა ბენტრეშუტზე ამოანთხიეს. მისი უკანონოდ დაბადებული შვილი მოკლეს, ხოლო ქალი მიწისქვეშეთში გამოამწყვდიეს, სადაც ავადმყოფობით გარდაიცვალა.
ჩანაწერებში ისიც არის ნათქვამი, რომ მას სულიერი კავშირი ჰქონდა სეთთან, საიქიოში აუცილებლად შეხვდებოდა მას და საბოლოდ, ისევ ერთად იქნებოდნენ.
მეცნიერებმა ეს ისტორია შეშლილი ქალის ბოდვად არ მიუჩნევიათ, რადგან დოროთიმ არქეოლოგებს ზუსტად მიუთითა ტაძრის სიახლოვეს მდებარე ბაღის ადგილი, სადაც მისი თქმით, წინა ცხოვრებაში, ხშირად სეირნობდა და ის ადგილი აჩვენა, საიდანაც ტაძრის სიღრმისკენ მიმავალი გვირაბი იწყებოდა. გარდა ამისა, ინგლისელი ქალი ძველ ეგვიპტურ ჩანაწერებს კითხულობდა და თარგმნიდა, ხოლო ტაძარში ღამეც შეეძლო ორიენტირება, რადგან მისი ყველა კუთხე–კუნჭული ზეპირად იცოდა.


image


ომ სეთიმ, ძველი ეგვიპტის შესახებ ბევრად უფრო მეტი იცოდა, ვიდრე იქ მომუშავე ნებისმიერმა გიდმა. მალე უცხოელი ქალი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად, ხოლო პატარა სოფელი – ტურისტულ ცენტრად იქცა.

ომ სეთის მოღვაწეობამ ბრიტანეთის არქეოლოგიური საზოგადოებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო და მას 1960 წელს პენსია დაუნიშნეს. ხოლო, 5 წლის შემდეგ, თავად ეგვიპტის პრეზიდენტმა – «ეგვიპტისთვის გაწეული ღვაწლისთვის», ის ორდენით დააჯილდოვა.

ომ სეთი 1981 წელს გარდაიცვალა და აბიდოსის ტაძრის მახლობლად დაკრძალეს... ისე, როგორც ოცნებობდა.

დოროთი იდის მოგონებებს და ისტორიას რაციონალური ახსნა არა აქვს. ბევრი ფიქრობს, რომ ის ძველი ეგვიპტელი ქურუმის რეინკარნაცია იყო, ხოლო სხვების აზრით, – მასში ქურუმის სული უბედური შემთხვევის შემდეგ ჩასახლდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნარინჯისფერი სინათლეები ღამის ცაზე – უცნაური ანომალია, რომელიც დაპირისპირების საგანი გახდა

* ძეხვის ხე

* მოცულობითი ილუზიები – ამერიკელი მხატვრის 3D ნამუშევრები (30 ფოტო)



3
569
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
569
  
2023, 22 აპრილი, 12:24
ამ სექსის საიტით იმენა შეჭამეს ტვინი. ამ ინტერმედიას არიან თან გადაკიდებულები :)))
2023, 20 აპრილი, 23:01
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 18 აპრილი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3