სხვა ფრანგული საზოგადოება ასე არასდროს დალოდებია ჟურნალ Playboy-ის ახალი ნომრის გამოშვებას 2023, 6 აპრილი, 12:57
40 წლის მარლენ შიაპა გახდა მთავრობის პირველი წევრი, რომელიც დათანხმდა გადაეღოთ ეროტიკულ ჟურნალში.
ფრანგული საზოგადოება ასე არასდროს დალოდებია ჟურნალ Playboy-ის ახალი ნომრის გამოშვებას, როგორც ახლა. აპრილში სახელმწიფო მდივანი სოციალური ეკონომიკისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში მარლენ შიაპა გამოჩნდება ჟურნალის გარეკანზე, რომელიც გაყიდვაში 8 აპრილიდან გამოვა. ნომერში ასევე იქნება მისი 12-გვერდიანი ინტერვიუ ქალთა უფლებებზე და აბორტის საკითხზე, რომელსაც 40 წლის მინისტრის სურათების გალერეა დაერთვება, მათ შორის, საფრანგეთის დროშის ფონზე. შესაძლოა, სხვა დროს, ზრდასრულთა ჟურნალის გარეკანზე გამოჩენას საზოგადოება კარგად შეხვედროდა, მაგრამ არა საპენსიო ასაკის აწევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტებოს დროს, რომელიც საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. შიაპა საფრანგეთის მთავრობაში 2017 წლიდან არის, მაშინ ის პირველად გახდა ქალი მინისტრი გენდერული თანასწორობის საკითხებში. მანამდე მარლენი მწერალი იყო და დედობის, ქალის ჯანმრთელობისა და ორსულობის საკითხებზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული. მარლენი ფემინიზმისკენ იხრებოდა, ამიტომ, როდესაც მინისტრის კაბინეტში შევიდა, მან ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე დაიწყო მუშაობა. მისი ინიციატივით მიიღეს კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელიც პოლიციას აძლევდა უფლებას ადგილზე გამოეწერა ჯარიმა იმ მამაკაცებზე, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ არაკორექტულად მოიქცნენ ქალის მიმართ (შევიწროება, სტვენა ან ქუჩაში აგრესიულად უკან ადევნება). Playboy-სთვის გაშიშვლებულ ჩინოვნიკზე თვალში საცემია ტატუ მკერდზე 49, 3, რაც არის მითითება საფრანგეთის კონსტიტუციის მუხლზე, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატაში კენჭისყრის გარეშე გაიტანოს. სწორედ ამ ცვლილების დახმარებით შეძლო ემანუელ მაკრონმა საპენსიო კანონის გატარება. 721 2-ს მოსწონს
|