x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იტალიური კინოს სექს–სიმბოლოს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი როლი
image


იტალიური კინოს სექს–სიმბოლო 2 წელში, 60 წლის გახდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მონიკა ბელუჩი ისევ ლამაზად გამოიყურება. ხოლო, რეჟისორები ძველებურად, თამამი, მაცდური და პროვოკაციული ქალბატონების როლებს აძლევენ...

აქ კი, მსახიობის 10 ყველაზე დასამახსოვრებელ როლს წარმოგიდგენთ:


«მალენა» (2000 წ.)


ქვრივი მალენა ქალაქის ყველა მამაკაცის საოცნებო ქალი იყო... ქალებს კი, ის უბრალოდ, სძულდათ.


imageკადრი ფილმიდან «მალენა»


ეს მსახიობის ერთ-ერთი პირველი როლი იყო, მაგრამ მაშინვე გაირკვა: ვარსკვლავურ ცაზე ახალი სექს–სიმბოლო გამოჩნდა.


imageკადრი ფილმიდან «მალენა»



«დახვრიტე ისინი» (2007 წ.)


კომიქსების სტილში გადაღებულ ფილმში, ბელუჩმა მეძავის როლი შეასრულა.


imageკადრი ფილმიდან «დახვრიტე ისინი»


და სწორედ ამ პიკანტურმა სცენებმა გადაარჩინა ფილმი გაქირავების წარუმატებლობისგან.


imageკადრი ფილმიდან «დახვრიტე ისინი»


«მატრიცა 2: გადატვირთვა» (2003 წ.)


ლეგენდარული «მატრიცას» გაგრძელება ბევრს არ მოეწონა. მაგრამ, მაყურებელი ერთ რამეში შეთანხმდა: მონიკა ბელუჩი ფილმში, ნამდვილი სექს–ბომბი იყო.


imageკადრი ფილმიდან «მატრიცა 2: გადატვირთვა»


imageკადრი ფილმიდან «მატრიცა 2: გადატვირთვა»


«ასტერიქსი და ობელიქსი: მისია «კლეოპატრა» (2002 წ.)


ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ რეალურ ცხოვრებაში კლეოპატრა, არც ისე ლამაზი იყო: მას დიდი ცხვირი, თხელი ტუჩები და წვეტიანი ნიკაპი ჰქონდა.


imageკადრი ფილმიდან «ასტერიქსი და ობელიქსი: მისია «კლეოპატრა»


ასე რომ, კლეოპატრას როლზე ბელუჩის დამტკიცებით, ფილმის შემქმნელებმა ეგვიპტის დედოფალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, რომანტიზებულად წარმოადგინეს.


imageკადრი ფილმიდან «ასტერიქსი და ობელიქსი: მისია «კლეოპატრა»


«დრაკულა» (1992 წ.)


გოთურ დრამაში მონიკა ბელუჩმა ვამპირის ერთ-ერთი პატარძლის როლს შეასრულა... და რა თქმა უნდა, ეს როლიც წარმოუდგენლად მოუხდა.


imageკადრი ფილმიდან «დრაკულა»


და უნდა ითქვას, რომ სცენები, სადაც მონიკა გამჭვირვალე ტუნიკაში, ბევრს უფრო მეტად აღელვებს, ვიდრე სისხლიანი ვნებები.


imageკადრი ფილმიდან «დრაკულა»


«ბინა» (1996 წ.)


სწორედ «ბინის» გადაღებისას გაიცნო მსახიობმა თავისი მომავალი მეუღლე ვენსან კასელი.


imageკადრი ფილმიდან «ბინა»


ასე რომ, ვნება კადრში რეალურია. ზოგიერთი კრიტიკოსი კი თვლის, რომ ეს «მეტისმეტიც კი» იყო.


«შეუქცევადი» (2002 წ.)


დრამაში შემაძრწუნებლად ნამდვილი სისასტიკის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ: ეროტიკული ეპიზოდები მონიკა ბელუჩის მონაწილეობით — ნამდვილად რომ, ხელოვნების ცალკე ფორმაა.


imageკადრი ფილმიდან «შეუქცევადი»


ხოლო, მოკლე აბრეშუმის კაბა, რომელიც მონიკას პერსონაჟს წვეულებაზე ეცვა — საერთოდ ლეგენდაა...


«დობერმანი» (1997 წ.)


ბანდიტი მეტსახელად დობერმანი (ვენსან კასელი) და მისი მეგობარი გოგო (მონიკა ბელუჩი) 90–იანი წლების ბონი და კლაიდი გახდნენ.


imageკადრი ფილმიდან «დობერმანი»


imageკადრი ფილმიდან «დობერმანი»


«ძმები გრიმები» (2005 წ.)


ბოროტი დედოფალი, რომლის როლსაც ბელუჩი ასრულებს, ისე ჭკვიანურად იტყუება და აცდუნებს, რომ თვით ეშმაკიც კი, მოაწერს ხელს კაპიტულაციის აქტს, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე.


imageკადრი ფილმიდან «ძმები გრიმები»


«მგლების საძმო» (2001 წ.)


მჭიდრო კორსეტი, ღრმა დეკოლტე, მაქმანის ვუალი და მონიკა ბელუჩი... ეს ნამდვილად რომ «ფეთქებადად» ჟღერს.


imageკადრი ფილმიდან «მგლების საძმო»


imageკადრი ფილმიდან «მგლების საძმო»


imageკადრი ფილმიდან «მგლების საძმო»


image

არხის სხვა სიახლეები:


* პირამიდა – ლემურიელების ტექნოლოგიური მოწყობილობა იყო. პირამიდების ასაკი უკვე ცნობილია

* კრიმინალი, რომელიც 17 წლის ასაკში ჩამოახრჩვეს და 82 წლის გარდაიცვალა

* რაზე შეთანხმდნენ უცხოპლანეტელები და ამერიკის პრეზიდენტი 1954 წელს?



3
1064
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1064
  
2023, 13 აპრილი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 9 აპრილი, 18:07
მართლა ძალიან მაგარი ქალია რა
2023, 8 აპრილი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3