x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
სტერეოტიპები და კლიშეები ცნობილი ფილმებიდან, რომელთა ნახვისას უკვე თვალებს ვატრიალებთ ხოლმე

image
რომანტიკული ჟანრის ფილმების ყურებისას, ალბათ გაგჩენიათ გრძნობა, რომ ესა თუ ის სიუჟეტური ხაზი ან სცენა სადღაც უკვე ნანახი გაქვთ და იცით ბოლოში რა მოხდება. ფილმებში ხშირად გვხვდება ბევრი სტერეოტიპი, მაგალითად ის, რომ სათვალის მოხსნით და ვარცნილობის შეცვლით ყველასთვის უხილავი გოგონა მაშინვე გულთამპყრობელი ხდება, ან როდესაც ორსულობის დადგომას გულის არევის შემდეგ ეჭვობენ...

1. კოლეგებს ერთმანეთი უყვარდებათ

ფილმებსა და სერიალებში სხვადასხვა პროფესიების ნიუანსების გაგებასთან ერთად, ხშირად გვიწევს დავაკვირდეთ კოლეგების ურთიერთობების განვითარებასაც, მაშინაც კი, როდესაც ფილმის დასაწყისში ისინი შეიძლება ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ, ხდება რაღაც სასწაული და ფინალში უკვე ერთმანეთს ვერ სწყდებიან.image

2. ორსულობის შესახებ მოულოდნელი გულისრევის შემდეგ იგებენ

ფილმებში, როცა სურთ გვითხრან, რომ რომელიღაც ქალი ორსულადაა, იყენებენ მარტივ გზას: ჯერ იწყება მოულოდნელი გულისრევა, შემდეგ მოდის ორსულობის ტესტი და ბოლოს შოკირებული ან ბედნიერი ქალის ახლო კადრები. რატომღაც რეჟისორებს ჰგონიათ, რომ ასეთი დელიკატური საკითხის გარკვევა მხოლოდ ტოქსიკოზის შემდეგაა შესაძლებელი და მანამდე ქალები სულ არ აქცევენ ყურადღებას ციკლის დარღვევას. image

3. თმის გასწორება აუცილებელია გარდასახვისთვის

2000-იანი წლების ფილმებში, როდესაც რომანტიკული კომედიები პოპულარობის პიკზე იყო, შეამჩნევდით, რომ წლების განმავლობაში ყველასთვის უხილავი გოგონას გარდასახვა აუცილებლად თმის გასწორებით იწყება. ტალღოვანი თმა ელეგანტურად არ ჩანს, აი იდეალურად გასწორებული და დალაგებული თმა კი სულ სხვა საქმეა!imageimage


4. მთავარი გმირი, რომელიც იმ დროებას ვერ ერგება, რომელშიც ცხოვრობს

ისტორიული ჟანრის ფილმებში ხშირად შეხვდებით გოგონებს, რომლებიც ისე არ იქცევიან ან იცვამენ, როგორც იმ გარკვეულ პერიოდს შეესაბამება. საბოლოოდ კი გამოდის თანამედროვე გოგონა კორსეტით. რეალურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, იყვნენ ქალები, რომლებიც საზოგადოებას დაუპირისპირდნენ. მაგრამ, მე-19 საუკუნის ფემინიზმი არ არის იგივე, რაც 21-ე საუკუნის ფემინიზმი.image

5. პარანორმალური მოვლენები თანდათან იმატებს

სასაცილოც კია, როცა ცოლ-ქმარი პატარა ბავშვებით მიყრუებულ ადგილას დიდ, ძველ სახლს ყიდულობს და იმედი აქვთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ მალევე აღმოჩნდება ხოლმე, რომ თურმე ამ პირქუშ სახლში მარტონი არ არიან და ეს “არსებაც" ნელ-ნელა, პატარა ნაბიჯებით იწყებს გამოჩენას. ჯერ იწყება ჭურჭელის ან სათამაშოს უეცარი დავარდნით, შემდეგ კარის თვითნებურად დაკეტვით, თუ ბავშვები პატარები არიან, ისინი მას აუცილებლად ხედავენ და “ეთამაშებიან" კიდეც. ფილმის ბოლოსკენ უკვე მოჩვენება მთელს სახლში აჯახუნებს კარებსა და ფანჯრებს, გადაადგილებს ავეჯს, ამსხვრევს ჭურჭელს... თითქოს ყველა მოჩვენება ერთ კანონს იცავს: შეაშინე ახალმოსახლეები ნელ-ნელა, აუჩქარებლად.image

6. კორსეტები, როგორც წამების ინსტრუმენტი

სცენარისტები და კოსტიუმების დიზაინერები ხშირად ეყრდნობიან წარსულის სტერეოტიპებს. მაგალითად, კორსეტები ყოველთვის არ იყო ისეთი „წამების ინსტრუმენტი“, როგორიც ფილმებშია ნაჩვენები. ჩვენ ყველას გვახსოვს სცენა ქარწაღებულებიდან, როდესაც მთავარ გმირს კორსეტს უკრავენ სილამაზის ბარბაროსული სტანდარტების შესაბამისად, ის კი სუნთქვას იკრავს, მუცელს კუმშავს და გმირულად უძლებს ამ პროცესს.image

7. მარტოსული ჰაკერი ყველას ეხმარება

ფილმებში, სადაც სიუჟტი ვითარდება მაღალი ტექნოლოგიების ირგვლივ ან სადაც ყველაფერი დაკავშირებულია რთული საქმის გამოძიებასთან, ყოველთვის გამოიძებნება ბრწყინვალე კომპიუტერის სპეციალისტი. ის ყოველთვის ატარებს სათვალეს, ხშირად უსწორებს ყველას შეცდომებს და ელვის სისწრაფით ტეხავს სერვერებს.image

8. თმის მოჭრა შინაგანი ცვლილებების მანიშნებელია

ხშირად, როდესაც რაიმე დრამატული ხდება, იმის საჩვენებლად, რომ გმირი შინაგან ცვლილებებს განიცდის, ის დგება სარკესთან და თავად იჭრის თმას, რაც საბოლოოდ მშვენიერი ვარცხნილობით სრულდება, თითქოს ამ საქმის პროფესიონალები იყვნენ.image

9. ბავშვები საშინელ რამეებს ხატავენ

თუ საშინელებათა ფილმში არის ბავშვი, დიდი შანსია იმისა, რომ ადრე თუ გვიან უცნაური ან საშიში სურათების დახატვას დაიწყებს. ამ პატარა გმირების შექმნილ ნახატებში ხშირად შედის დანაშაულის სცენები, ადამიანები ან მონსტრები, რომლებსაც სხვა ადამიანები ვერ ხედავენ, ან ზუსტ გამოსახულებებს იმისა, რაც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აუცილებლად მოხდება ფილმის მომდევნო ნახევარ საათში. მოკლედ, ხატვის დაწყება კარგის მანიშნებელი არაა. image

10. გმირები გმუდმებით სვამენ ჭიქიდან

იმისათვის, რომ მსახიობების ხელები სცენაში რამით “დაასაქმონ", მათ უჭირავთ ჩაის ან ყავის ჭიქა და მთელს სახლში დადიან მასთან ერთად, პერიოდულად მოხვრეპაც არ ავისყდებათ. image






2
575
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
575
  
2023, 6 აპრილი, 21:53
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 აპრილი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2