x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თქვენ ალბათ გული დაგწყვიტათ მკვდარი ფრინველების დანახვამ, არა და ეს ფრინველები ყველა ცოცხალია, ოღონდ უგონოდ მთვრალები

image

ეს ჩიტები სტვენიებია, ბეღურასებრთა ოჯახის წარმომადგენლები. სურათზე ხედავთ ფეხით მოსიარულეების სავალ ბილიკზე დაყრილ სვენიებს, რომლებსაც სოცოცხლის ნიშანი არ ეტყობათ. პირველი რაც მოსდის ასეთ დროს ადამიანს აზრად-ესაა, ალბათ ზამთარია და სიცივის ან შიმშილის გამო დაიხოცნენო, მაგრამ საბედნიეროდ ეს აზრი გამორიცხეთ, როგორც არასწორი.

ეს ფრინველები ცოცხლებია, უბრალოდ უგონოდ არიან მთვრალები და მალე გამოფხიზლდებიან, თუმცა ვერ გეტყვით ნაბახუსევი აწუხებს ამ ჭიტუნებს თუ არა. აწუხებთ თუ არა მეორე დღეს თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები აქვთ თუ არა. სამაგიერო აგიხსნით სად დათვრნენ ეს ჩიტები ასე.

ჩიტები ადამიანები არ არიან ღვინო და არაყი დაყენონ და დალიონ როცა მოუნდებათ, მაგრამ გვაიანი შემოდგომის მერე როცა თბილი ზამთრის დღეები დგება ხეებზე კენკრა და ხილი რომლებსაც მიირთმევენ ეს ჩიტები გადამწიფების პროცესშია და საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს სპირტს. სწორედ გადამწიფებული კენკრის და ხილის მირთმევის შედეგად თვრებიან ასე უგონოდ სტვენიები, მთვრალი ჩიტები მიწაზე ეცემიან და რამდენიმე საათი ასე, გაუნძრევლად წვანან გამოფხიზლებამდე. თავიდან მართალია ფრენა უჭირთ, მაგრამ ნელნელა გონება უბრუნდებათ და ისევ საკვების საშოვნელად მიფრინავენ, ისევ თვრებიან და ასე მეორდება ზედიზედ, თუმცა ეს არ აისახება ფრინველების მდგომარეობაზე, რადგან ჯერ არ დაფიქსირებულა სპირტის შემცველი ხილით დათრობის გამო რომელიმე ჩიტი დაღუპულიყო.

როცა ამგვარ მდგომარეობაში მყოფ ჩიტს გადაეყრებით არაა აუცილებელი მის გამოფხიზლებას მიჰყოთ ხელი. ასეთ დროს მათ ვერ გამოაფხიზლებთ, რადგან ასეთ დროს ამ ჩიტების მთავარი მტერი სიცივე და კატებია, ჯობია ჩიტები თბილ და ბნელ ადგილას გადაიყვანოთ. სითბოში ფრინველები სწრაფად ფხიზლდებიან და თავის გზას იპოვიან.
image
იგივე ემართება აფრიკის ცხოველებს და ფრინველებს, როცა გადამწიფებულ ხილს მიირთმევენ დიდი რაოდენობით.

0
229
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
229