ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქართველი ხალხი უკვე გამარჯვებულია, რადგან ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და დღეიდან დაიწყება ქართველი ხალხის ოცნებების ახდენა. ქართველი ხალხი ზეიმობს და ამის მიზეზი არის უკვე, თუმცაყველა ხმა უნდა იყოს დაცული. ბევრი ვარაუდობდა, რომ ქართული ოცნება უფრო დიდი შედეგით გაიმარჯვებდა, იმისგან განსხვავებით რასაც ცესკო გვთავაზობს ამ წუთებში: ცენტრალური საარჩევნო კომისიის უახლესი პირველადი მონაცემები:
"ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" 54, 31%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 40, 59 %
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნება ყოველი ახალი ოლქებიდან შემოსული ხმების დათვლის შემდეგ ზრდის გამარჯვებას.
გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს:ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნებში
გამარჯვებამიულოცა. მან ყველა მოქალაქეს, რომელმაც არჩევნებში მხარი კოალიციას დაუჭირა, "ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან მიმართა და განაცხადა, რომ მათი დიდი ხნის ლოდინი დიდი სიხარულით დასრულდა. შედეგებით ჩვენ დიდი
უპირატესობით გავიმარჯვეთ. გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა
და გილოცავთ გამარჯვებას", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ერთი წლის განმავლობაში მის გუნდთან ერთად იღწვოდა გამარჯვებისთვის და ყველა იმ მხარდამჭერს, რომელმაც "მოახერხა ერთად დამდგარიყო სამშობლოს, მომავლისა და ქვეყნის განვითარებისთვის". ამასთან,
ივანიშვილის თქმით, დღეიდან იწყება ქართველი ხალხის ოცნებების ასრულება, რაც ძალიან დიდ შრომას მოითხოვს.