x
image
Yoona
რომელი მითიური არსება ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ოდესმე წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ფანტასტიკურ სამყაროში? რა მოხდება, თუ თქვენი ფანტაზიები რეალობად იქცევა და აღმოჩნდებით მითიური არსებებით დასახლებულ ზღაპარში? ვინ იქნებით? სასტიკი დრაკონი, ჭკვიანი და ცოტათი ცბიერი ელფი, თუ ყოვლისშემძლე კრაკენი?


image

როგორც ყოველთვის, ვარსკვლავებმა უკვე ყველაფერი გადაწყვიტეს და შეუძლიათ გითხრათ, რომელი ჯადოსნური არსების როლი შეგეფერებათ ასი პროცენტით.


ვერძი – პეგასი

image


image

შთააგონებთ ყველას, ვისაც გზაში ხვდებით. ერთ ადგილას მშვიდად ვერ ჩერდებით, ამასთან ყოველთვის ერთგული მეგობარი და მეუღლე ხართ. მითიური არსება რომ იყოთ, უდავოდ პეგასი იქნებოდით.


კურო – დრაკონი

image

image

პატივს გცემენ და ზოგჯერ ეშინიათ კიდეც. ახლობლებს და მათ, ვინც გიყვართ, ბოლომდე იცავთ. თქვენი წყობიდან გამოყვანა რთულია, მაგრამ თუ გაგაბრაზეს, წყალობას არ უნდა ელოდონ. ნამდვილი დრაკონი ხართ!


ტყუპები – ელფი

image

image

ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული და მითიური არსება ხართ. ელფი ცნობილია ინტელექტითა და ლაზათით, მაგრამ ზედმეტად ემოციურია და ზოგჯერ აკეთებს იმას, რაც ჩარჩოებს სცდება. ხალხს ადვილად ატყუებს. ცვალებადი და მერყევია, როგორც ტყუპები.


კირჩხიბი – ქალთევზა

image

image

ყველაფერი, რაც ზღვას ეხება, კირჩხიბს მოსწონს. მისთვის ქალთევზა შესაფერისია. ესაა ლამაზი და ჭკვიანი არსება. მისი ნახევრად ადამიანური და ნახევრად საზღვაო ბუნება ნივთების სხვაგვარად დანახვაში ეხმარება.


ლომი – გრიფონი

image

image

გრიფონზე ლეგენდები დადის. მასთან საქმის დაჭერას არ გირჩევთ. ლომივით შეურაცხყოფას არავის პატიობს. ზოგადად თავაზიანია, მაგრამ უხეშობას და უპატივცემულო დამოკიდებულებას ვერ იტანს.


ქალწული – ფერია

image

image

თავიდან შეიძლება გაიფიქროთ, რომ ფერია ძალიან მოკრძალებული და მორცხვია, მაგრამ მალე ირკვევა, როგორი ჭკვიანი და მომხიბვლელია. ნამდვილი ფერია ხართ და ამით ყველაფერი ნათქვამია!


სასწორი – უნიკორნი

image

image

სასწორი ისედაც ჯადოსნური სასწაულია. ყოველთვის ცდილობთ, რომ პოზიტიური იყოთ და ცხოვრებაში მხოლოდ კარგი დაინახოთ. გაშინებთ ბრბო და ხმაურიანი წვეულებები. მარტოობა გირჩევნიათ. მითიური არსებებიდან უნიკორნი შეგეფერებათ.


მორიელი – სირინოზი

image

image

მორიელი სასიკვდილოდ ლამაზი და საშიშია. მის გულში ვნების დამანგრეველი ცეცხლი დუღს. თუ ვინმე მისი გავლენის ქვეშ მოექცევა, გაქცევა გაუჭირდება.


მშვილდოსანი – კენტავრი

image

image

ენერგიული ხართ და ცხოვრებით ტკბებით. საზრუნავი არ გაწუხებთ. ხალხს თქვენი განწყობის გაფუჭების საშუალებას არ აძლევთ. ეს კარგი თვისებაა. მითიური არსებებიდან მხიარული და ბრძენი კენტავრი შეგეფერებათ.


თხის რქა – სფინქსი

image

image

იდუმალი და ამავდროულად ლოგიკური ხართ. არ გაქვთ დრო მათთვის, რომლებიც არ არიან თქვენს ინტელექტუალურ დონეზე. მოთმინების დიდი მარაგი გაქვს, მაგრამ თუ გაბრაზდებით, აფეთქდებით და გზაზე ყველაფერს წალეკავთ.


მერწყული – ფენიქსი

image

image

როგორც ფენიქსი, ვნებიანი და ცეცხლოვანი ხართ. ამის მიუხედავად, ცდილობენ, სიკეთე აკეთოთ და სხვებზე იზრუნოთ.


თევზები – კრაკენი

image

image

იდუმალი და საოცარი ძალის მფლობელი ხართ. დროს მარტოობაში ატარებთ და უმჯობესია ამ დროს არავინ შეგეხოს. მგრძნობიარე ხართ. თუ ვინმე გაგაბრაზებთ, პასუხად „მტკივნეულად“ არტყამთ. ნამდვილი კრაკენი ხართ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. სირიუსი – ვეფხვი, დამბლდორი – გველი: ფენიქსის ორდენის რომელი წევრი ხართ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

2. დაუნდობლად გულწრფელი: ვერძი და კიდევ 2 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ

3. რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?

4. "ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრე" - როგორ გამოიყურება ზოდიაქოს ნიშნები ოთახი და ბინა

5. ეს მამაკაცები ქალებზე არასდროს ზრუნავენ: ასტროლოგებმა 3 ნიშანი დაასახელეს

6. ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი ვნება ჩაღდება

0
358
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
358