ასტროლოგია სირიუსი – ვეფხვი, დამბლდორი – გველი: ფენიქსის ორდენის რომელი წევრი ხართ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით 2020, 21 აგვისტო, 10:26 ფენიქსის ორდენი ერთ–ერთ მთავარ ორგანიზაციად ითვლება „ჰარი პოტერის“ ფრანჩიზში. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლორდ ვოლდემორთან ბრძოლაში. მათ ერთ–ერთ ყველაზე გმირულ პერსონაჟებად მიიჩნევენ.
ჰარი პოტერის მოყვარულთა შორის ასტროლოგიის მცოდნეებიც აღმოჩდნენ. მათ ჩინური ზოდიაქის მიხედვით რამდენიმე პერსონაჟი განიხილეს და განსაზღვრეს, თუ თქვენ რომელი პერსონაჟი შეიძლება ყოფილიყავით.
ვირთხა – ბილ უისლი ეს გმირი ხშირად არ ჩანს, მაგრამ ბილ უისლი დასამახსოვრებელი პერსონაჟია. ის თავგადასავლების ერთ–ერთი ყველაზე დიდი მოყვარულია. როგორც ოჯახის სხვა წევრები, მის ახასიათებს თანდაყოლილი სიკეთე, რაც ვლინდება როგორც ფლერთან ურთიერთობაში, ასევე იმაში, თუ როგორ უჭერს მხარს ჰარი პოტერს ბოლო ფილმში. ხარი – მინერვა მაკგონაგელი იმის მიუხედავად, რომ მას მწარე ენა ჰქონდა და არაკომპეტენტურობას ვერ იტანდა, ფანებს ეს გმირი მაინც უყვარს. როგორც წიგნში, ასევე ფილმში მაკგონაგელი ძალიან ძლიერ ქალს განასახიერებს, რომელიც როგორც სკოლას, ასევე მოსწავლეებს იცავს. ვეფხვი – სირიუს ბლექი სერიალში სირიუს ბლექი დამაკავშირებელი რგოლია ჰარისა და მის გარდაცვლილ მშობლებს შორის. სირიუსი ხშირად მამის როლს ასრულებს, რომელიც პოტერს არასდროს ყოლია. სირიუსი გამოირჩევა სიმამაცით, რაც ხშირად დიდი უსიამოვნებების მიზეზი ხდება, თავდაჯერებულობა კი გარკვეულწილად მას ანადგურებს. კურდღელი – კინგსლი შეკლბოლტი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, მაგრამ ორდენის ერთ–ერთი ღირსეული წევრი. თანდაყოლილი პასუხისმგებლობის გრძნობის და პირობის შესრულების უნარის წყალობით, ის ჯადოქრობის მინისტრის პოსტის ერთადერთი ღირსეული კანდიდატი გახდა. დრაკონი – ჯეიმს პოტერი ჯეიმს პოტერი, რომელიც წინა ისტორიის ნაწილს წარმოადგენს, მომავალ მოვლენებზე დიდ გავლენას ახდენს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰარის მამაა. საქმე იმაშია, რომ სიცოცხლეში ორდენის ერთ–ერთი მთავარი წევრი იყო. გველი – ალბუს დამბლდორი სერიალის დიდი ნაწილის განმავლობაში დამბლდორი დიდ ამოცანას წარმოადგენდა. ის ჰარის მფარველი იყო და ვოლდემორის წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა, მაგრამ მკითხველებს და მაყურებლებს ბევრი დეტალის მოფიქრება მოუწიათ. ის ერთ–ერთი ნათელი პერსონაჟია, რომელიც ჰარის პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს. ცხენი – „მრისხანეთვალა“ მუდი ეს ადამიანი ვერ იტანს მათ, ვინც ქცევის მკაცრ სტანდარტებს არ იცავს. ნამდვილად მრისხანე პერსონაჟია, რომელიც მზადაა ვოლდემორს დაუპირისპირდეს. თხა, ცხვარი – მოლი უისლი ძალიან ამაღელვებელი პერსონაჟი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას უსაზღვროდ უყვარს შვილები და ყველა, ვისზეც ზრუნავს. მისი გამარჯვება ბოროტ ბელატრისა ლესტრეინჯთან აპლოდისმენტების ღირსია. მაიმუნი – სევერუს სნეიპი ის ორდენის ერთ–ერთ ყველაზე საკამათო წევრად ითვლება, თუნდაც თავიდან ვოლდემორის ერთგულების გამო. იმის მიუხედავად, ის ამპარტავნულად ეპყრობა ყველას, ვისაც მასზე დაბლა თვლის (მათ შორის ჰარის), ის ძალიან ჭკვიანი და შესანიშნავი ჯადოქარია. მამალი – არტურ უისლი სამაგალითო მამა, რომელიც მთელი წიგნის განმავლობაში არა მხოლოდ ერთგული მამა, არამედ მაგლების ერთგული დამცველი იყო. მას ყველაფერი აოცებს, რასაც მაგლებთან კავშირი აქვს. ამის გამო სასაცილო სიტუაციები იქმნება. ძაღლი – ნიმფადორ ტონქსი კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც შესანიშნავი ადამიანი ჩანს და რომელიც კრიზისის დროს შესანიშნავად ავლენს თავს. გასაოცარი არაა, რომ ის ურთიერთობას იწყებს რემუს ლუპინთან, ორდენის ერთ–ერთ ყველაზე კეთილ და შთამბეჭდავ წევრთან. ღორი – რემუს ლუპინი რემუსი ფანების ერთ–ერთი საყვარელი პერსონაჟია. ის ჰარის ეხმარება, როგორც კი ბნელი ძალების დაცვის ინსტრუქტორი ხდება. შესაძლოა, იმის გამო, რომ მეორე ბუნების გამო იტანჯება, რემუსი ცდილობს მძიმე სიტუაციებში ჰარის მხარი დაუჭიროს. ასევე დაგაინტერესებთ: რითი ხიბლავთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც წარუმატებლობას სხვებზე უფრო მტკივნეულად განიცდის ზოდიაქოს ყველაზე ცუდი ნიშანი ასტროლოგების აზრით რომელ ასაკში იპოვით ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს? 213 1-ს მოსწონს |