x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ადამიანი, რომელიც 9 აპრილის მეორე დღეს კომუნისტურ პარტიაში შევიდა, 30 წლის განმავლობაში ჭკუაზე როგორ და რატომ უნდა გვარიგებდეს?" - გელა ზედელაშვილი

image

"გუშინ ამანაც დაგვჭყივლა ზემოთა ტრიბუნიდან, ამანაც მაგრად გვიქნია კოტიტა თითები და გვარიგა ჭკუაზე!
ისაო... ქალბატონი სალომე გაბრაზებულია და სამართლიანადაცო... ჩვენ ყველანი გაბრაზებულები გახლავართო... ეს ხელისუფლება არ მიდის სწორი გზით და კიდევ კარგი, ეს პრეზიდენტმაც შეამჩნიაო.
რავი, მე პირადად ძალიან შემრცხვა!
და იცით, რატომ შემრცხვა? იმიზა შემრცხვა, რომე... 30 წელიწადია ისინი მიქნევენ კოტიტა თითებს, 1989 წლის 10 აპრილს რომ შევიდნენ კომუნისტურ პარტიაში და ახლა კიდე ვითომ ევროპიულს რომ აწვებიან!
კიდევ იმიზა შემრცხვა, რომე... სულ ესენი არიან გაბრაზებულები, სულ ესენი გვამტვრევენ თავზე კაკალს, სულ ესენი ადგენენ ამ ქვეყანაში სამართალსა თუ ორიენტაციას და ჩვენ კიდე ვუყურებთ ღიპიანი ყმაწვილებივით, ერთხელაც ვერ გავბრაზდით ისე, რომე... ეს ნაგვები აქედან გაგვეტანა.
დროა, ჩვენც გავბრაზდეთ!
ნახეთ მეორე ფოტო... ნახეთ, როგორ ეპირფერება, როგორ ელაციცება ბიძინა ივანიშვილს... როგორ ეუბნება, დაუკარით, ბატონო ბიძინა, ოღონდ ერთხელ დაუკარით, ერთი-ორჯერ მაინც ჩამოჰკარით, რათა “დავლური'' ჩამოვუაროვო.
ბატონმა ბიძინამ დახედა ფანდურს, მოიწონა, გამკეთებელს ხელობა შეუქო და... საუსუფოდ აღარ ჩამოჰკრა, აღარ დაუკრა. ეს ჩემისა, იმ პერიოდში ყველაფრის მკადრებელი იყო, თუ დასჭირდებოდა, ივანიშვილს კოჭებსაც დაუკოცნიდა, ახლა კი გაბრაზებულია... გაიგონეთ? ტიპი ბანკირ ხაზარაძეს მიუცუცქდა და იძახის, ხელისუფლებამ ევროპიული გზიდან გადაუხვიაო.
image
არა, რაააა... მართლა მრცხვენია!
თქვენ გგონიათ, ვხუმრობ?
ადამიანი, რომელიც 1989 წლის 10 აპრილს, 9 აპრილის მეორე დღეს კომუნისტურ პარტიაში შევიდა, 30 წლის განმავლობაში ჭკუაზე როგორ და რატომ უნდა გვარიგებდეს?
განა თქვენ არ გრცხვენიათ, პატივცემულებო?!"-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი და ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.
0
411
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0