x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (III ნაწილი)

აკას (ჩრდ-აღმოსავლეთ ინდოეთში მცხოვრები ტომი) მამები, ყველაზე კარგი მამები არიან მსოფლიოში. ისინი დროის 47% ჩვილებთან ატარებენ, ხოლო როდესაც ბავშვი წამოიზრდება, საშუალოდ, ხუთჯერ უფრო ხშირად კონტაქტირებენ მათთან, ვიდრე სხვა მამები.image


ადამიანის და შიმპანზეს თავის ქალას ძვლები თავიდან ერთნაირია, მაგრამ შიმპანზეს, ყბები უფრო სწრაფად ეზრდებათ, ხოლო ადამიანს ტვინი.image


ჟასმინის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ზეთია მსოფლიოში: ერთი კილოგრამი, შეიძლება, 5000 დოლარამდე ღირდეს. მის მისაღებად კი, მინიმუმ, 5000 ჟასმინის ყვავილის კვირტია საჭირო.image


ოსმალეთის იმპერიის სულთნებს ტრადიცია ჰქონდათ, რომ ტახტზე ასვლისთანავე, საკუთარ ძმებს კლავდნენ. მაგ., მეჰმედ III-მ, გამეფების შემდეგ, 19 ძმის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა და ისინი მამასთან ერთად დაამარხვინა.image


დაკვირვების ისტორიის მანძილზე, დაფიქსირებული ყველაზე ჭარბწონიანი 30 ადამიანიდან, 23 აშშ–ს მოქალაქე იყო.image


კათოლიკურ ეკლესიაში ინდულგენცია (ცოდვების სასჯელისგან გათავისუფლება) ფულზე არ იყიდება. მისი მიღება, მხოლოდ გარკვეული ქმედებების სანაცვლოდ არის შესაძლებელი. მაგალითად, ვატიკანის მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობით, ან... თუ ამ ღონისძიებების დროს, რომის პაპ ფრანცისკეს მიერ, Twitter-ზე გაკეთებულ პუბლიკაციებს გამოიწერთ და თვალს ადევნებთ.image


2013 წელს მილანის სასამართლომ უსახლკარო მამაკაცს შინაპატიმრობა მიუსაჯა. ყოველ საღამოს, პოლიცია მის საძილე ტომარასთან მიდიოდა, რათა შეემოწმებინა, ადგილზე იყო თუ არა დაკავებული?image


ხახვი და კარტოფილი არ უნდა ინახებოდეს ერთად. ხახვი გამოყოფს აირს, რომელიც კარტოფილის გაღივებას აჩქარებს.image


1911 წელს რიგბის ოჯახმა თავისი კატა ტომი, ინგლისის მოსახლეობის ოფიციალურ აღწერაში შეიყვანა. ის შეყვანილი იყო, როგორც «თაგვების დამჭერი, დაქორწინებული და 16 შვილის მამა», ხოლო, «ფიზიკური ნაკლის» განყოფილებაში, «მეტყველების უნარის დაკარგვა» იყო მითითებული.image


ჯონ პოლ სკოტი — ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ყველასთვის ცნობილი ციხიდან — ალკატრასიდან მოახერხა გაქცევა. რეზინის ხელთათმანებიდან მან გასაბერი ხელზე ჩამოსაცმელები გააკეთა და ფორტ პოინტამდე გაცურა. მეორე დღეს, თითქმის გაყინული და გადაღლილი ჯონი მოზარდებმა იპოვეს. გაქცეული მამაკაცი ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ, ციხეში დააბრუნეს.image



image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (II ნაწილი)

* «ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საკუთრების დაცვას»: რას გულისხმობდა გადარჩენილი უცხოპლანეტელი?

* "სიკვდილი ადამიანის ცნობიერების ილუზიაა"

* მარტის თვის საუკეთესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან



0
738
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0