შოუბიზნესი "იარე ში@ველმა ოთახშიო და მე სულელმა დავუჯერე, მივენდე" - ვისზე საუბრობს ალექსანდრა პაიჭაძე 2023, 29 მარტი, 15:44 მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში "სთორი" კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტყულში ამხილა. პაიჭაძის თქმით, ხაინდრავამ მისთვის მიცემული სიტყვა გატეხა და ტელესერიალ "ჰეროკრატიაში" მისი ის მკერდმოშიშვლებული კადრები ჩასვა, რომელიც მას მოტყუებით ოთახში შიშველი სიარულისას გადაუღო:"მაშინ გოგა ხაინდრავამ დაარღვია ყველა შეთანხმება, რაც მე მქონდა მასთან. უბრალოდ, კაცური სიტყვაც კი გატეხა, როდესაც მითხრა, შენ, როგორც ჰოლივუდელი მსახიობი, ისე მოიქეცი, იარე შიშველმა ოთახშიო და მე სულელმა, გამოუცდელმა მსახიობმა, დავუჯერე მას. მივენდე, როგორც კაცის და რეჟისორის სიტყვას, რომ არ ჩასვამდა სერიალში ჩემს მკერდმოშიშვლებულ კადრებს.თუმცა გამოვიდა სერიალი და ვნახე, რომ ჩემი მკერდმოშიშვლებული კადრები წერდა ძალიან კარგ რეიტინგს. ეს იყო ჩემი პირველი შიშვლად გამოჩენა ეკრანზე, რომელიც მე სულაც არ მსურდა. მაშინ იმდენად გული დამწყდა ამ ყველაფერზე, ახლა ვნანობ, რომ რაიმე სამართლებრივ ხერხს არ მივმართე. ეთქვა და ცოტა სხვა ჰონორარს მოვითხოვდი, იქნებ არ ვიყავი წინააღმდეგი, უბრალოდ ვერ ვიტან, როცა არაკაცურად გატყუებენ, " – განაცხადა ალექსანდრა პაიჭაძემ გადაცემა "სთორიში" სტუმრობისას.. 1011 შეფასება არ არის |