x
მეტი
  • 12.07.2024
  • სტატია:135939
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510270
საქორწილო ღამე მეთვალყურეებით და იძულებითი ქორწინება - რატომ იყვნენ შუა საუკუნეებში მეფეები უბედურები

image


დღესდღეობით სამეფო ოჯახის წევრებს შორის პოლიტიკური მოტივის გარეშე ქორწილი უაღრესად არასასურველია, ხოლო შუა საუკუნეებში დინასტიის მემკვიდრეებს თავიანთი პირადი ცხოვრება საერთოდ არ ეკუთვნოდათ. მეფეებს, რა თქმა უნდა შეეძლოთ ფავორიტების ყოლა და მათთან განმარტოება, თუმცა მათგან გაჩენილი შვილები უკანონო "ბასტარდებად" ითვლებოდნენ. შესაბამისად, მემკვიდრეობა და ტახტი მხოლოდ კანონიერ მემკვიდრეებს გადაეცემოდა, ვინაიდან საზოგადოებაში მხოლოდ ისინი სარგებლობდნენ ყველანაირი უფლებით, თუმცა ამავე დროს სამეფო ტახტის მემკვიდრეები ამქვეყანად იძულებით იყვნენ მოვლენილნი, რადგან მეფესა და დედოფალს შორის ქორწინება მხოლოდ დინასტიის გათვალისწინებითა და პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე დგებოდა.


image


ამრიგად, პირველი საქორწილო ღამეც ეროვნული მნიშვნელობის საკითხად ითვლებოდა, მაშინაც კი, თუ პატარძალს მნიშვნელოვანი დეფექტები ჰქონდა ან პირიქით მოხუცი მეფისგან განსხვავებით, კარგი და სუფთაც იყო ცოლ - ქმრული მოვალეობის შესრულება მემკვიდრის გაჩენამდე სავალდებულო იყო. გამომდინარე იქიდან რომ ქორწინება ყველაზე ხშირად სხვადასხვა ქვეყნის არისტოკრატებს შორის დგებოდა, ერთმანეთის კულტურულ თავისებურებებსა და ტრადიციებთან შეგუება არც ისე ადვილი იყო, ამიტომ ხშირად გოგონები ბავშვობიდანვე მომავალი ქმრის ოჯახში იგზავნებოდნენ მისი ოჯახის წევრთა წეს - ჩვეულებების კარგად გასაცნობად.


image


წყვილებს შორის შეუთავსებლობის ერთ - ერთი ბრწყინვალე მაგალითი დახვეწილი მარია მედიჩია, რომელსაც ვარდის ფურცლებიანი აბაზანის მიღება განსაკუთრებით უყვარდა, თუმცა უკიდურესად იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც ქორწილის ღამეს უსიამოვნო სუნის მქონე მეფის გვერდით მოუწია დაწოლა, რომელიც დაბანაზე არც კი ფიქრობდა.

image


ზოგჯერ პირველი ღამის საქორწინო მოვალეობის შესრულებას, ისევე როგორც მშობიარობის პროცესს არისტოკრატების ახლობლები აკონტროლებდნენ, რის გამოც მშობიარის ოთახში თავისუფალი ადგილიც კი არ რჩებოდა, ბოლო ტრადიცია უამრავ ნეგატიურ ასპექტს ატარებდა, გამომდინარე იქიდან რომ ოთახში გაუსაძლისად ცხელოდა, ნათესავებისა და უცნობების "მხარდაჭერით" გარშემორტყმული მშობიარე მთავარზე კონცენტრირებას ვერ ახდენდა.


image


ამგვარად, სამეფო ოჯახის წევრთა ცხოვრება მხოლოდ გარედან ჩანდა მდიდრული და უდარდელი, რეალურად კი ისინი საკუთარ თავს საერთოდ არ ეკუთვნოდნენ და იძულებულნი იყვნენ მხოლოდ ის ეკეთებინათ, რასაც მათ სახელმწიფო ვალი აიძულებდა. ეს ეხებოდა როგორც პირად ცხოვრებას, ასევე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც ქვეყანაში წესრიგის შესანარჩუნებლად.


image


სამეფო ოჯახის წევრები გამოსავალს მხოლოდ იმ ადამიანების მკლავებში პოულობდნენ, ვინც უყვარდათ, მაგრამ მრავალრიცხოვან რჩეულებს საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ისინი იძულებულნი იყვნენ ორმაგი თამაში ეწარმოებინათ - დედოფლისთვის თავაზიანად გაეღიმათ, ზურგს უკან კი თავიანთი შეზღუდული უფლებების გამო მის მიმართ უკმაყოფილება და სიძულვილი გამოეხატათ.





0
949
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
949