სხვა თავაშვებულები: 10 ყველაზე გარყვნილი ქალი და მამაკაცი ისტორიაში 3 აპრილი, 11:42 ![]() დედოფლები და მეფეები, ხშირად განიხილებიან ღვთისმოსავ, მისაბაძ მაგალითებად, თუმცა ეს მხოლოდ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი წარმოდგენაა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გარყვილ ქალსა და მამაკაცს ისტორიაში, რომელთა "საქმენი საგმირონი" ისტორიამ შემოინახა.მარია-ანტუანეტა![]() საფრანგეთის მეფეს, ლუი XVI-ეს საკუთარი მეუღლის, ავსტრიის ერცჰერცოგინიას მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ შეეძლო, რადგან ის ფიმოზით იტანჯებოდა. დედოფალმა პრობლემა სხვა მამაკაცების დახმარებით მოაგვარა. ყოველ საღამოს მარია ანტუანეტა მეჯლისზე დადიოდა, სადაც მამაკაცებს აცდუნებდა. ლუი XVI მშვენივრად ხვდებოდა, როგორ თავისუფლდებოდა მისი მეუღლე სტრესისგან, თუმცა სკანდალებს არ აწყობდა.ჯაკომო კაზანოვა![]() ჯაკომო კაზანოვას საკუთარ სტუდენტებთან ეძინა, ხოლო როცა ის ერთ-ერთ მათგანთან ფაქტზე გამოიჭირეს, იტალიური სემინარიიდან ორივე გარიცხეს, ამის შემდეგ კაზანოვამ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. ცნობილი ავანტიურისტი ფულს აზარტული თამაშებით შოულობდა, ასევე იმ უამრავი ქალის ფინანსებსა და საჩუქრებს იყენებდა, რომლებსაც აცდუნებდა.გრაფინია დიუ ბარი![]() 13 წლის ასაკში გოგონა მონასტრიდან გაიქცა და ქალაქის ქუჩებში საკუთარი სხეულით ვაჭრობდა. ლუი XV-ს მშვენიერი ასული მოეწონა და საყვარლად გაიხადა. გრაფინიას სტატუსის მიღების მიუხედავად ის ფულის გამო მამაკაცებთან ურთიერთობას მაინც განაგრძობდა.ჩინგისხანი![]() ჩვენი პლანეტის უამრავი მამაკაცი და ქალი ჩინგისხანის - პირდაპირი შთამომავალია. ეს მონღოლი სარდალი საკმაოდ პროდუქტიული იყო. წარმატებული სამხედრო სტრატეგი დაპყრობილ ტერიტორიებზე ურჩ მამაკაცებს ხოცავდა და ყველა ლამაზ და ახალგაზრდა ქალთან ეძინა, რათა რაც შეიძლება მეტი შთამომავალი დაეტოვებინა.გალა დალი![]() ეს მოდელი სალვადორ დალისთან შეხვედრამდე თავისი მსუბუქი ხასიათით იყო ცნობილი. მხატვართან ქორწინების შემდეგ გალა ელუარ დალი სასიყვარულო თავგადასავლებს აგრძელებდა. ასაკთან ერთად მისი თაყვანისმცემლების რაოდენობამ იკლო, ამიტომ მამაკაცებს სიამოვნებისთვის ის ფულს უხდიდა, ხოლო როდესაც ფინანსები ამოეწურა, ის "გარჯისთვის" მათ სალვადორ დალის ნახატებს ჩუქნიდა.ჰენრი VIII![]() ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე და ცნობილი მთავარსარდალი ჰენრი VIII, რომელიც ისტორიაში "ლურჯწვერას" სახელით არის ცნობილი, ექვსჯერ იყო დაქორწინებული. როდესაც ის მეუღლის მიმართ ინტიმურ ინტერესს კარგავდა, მისი სიკვდილით დასჯის საბაბს ეძებდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თავისი მრავალრიცხოვანი საყვარლებიდან ერთ - ერთს არჩევდა, რომელიც ცოლად მოჰყავდა. დროთა განმავლობაში ისტორია მეორდებოდა.მარკიზა დე პომპადური![]() ჟანა ანტუანეტა პუასონი კარგი გარეგნობის გახლდათ ამიტომ ის მდიდარ თაყვანისმცემელს ეძებდა. ლუი XV-სთან პირადი გაცნობის შემდეგ კი, ჟანა მისი ოფიციალური საყვარელი გახდა. თუ მეფეს რომელიმე მინისტრისთვის მადლობის გადახდა სურდა, მარკიზა დე პომპადურს მის საძინებელში გზავნიდა.ჯონ კენედი![]() ექსპერტების მტკიცებით, კენედი "სექს გიგანტი" იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხელიდან არც ერთ ქალს არ უშვებდა - მის საწოლში ხვდებოდნენ ჟურნალისტებიც, მსახიობებიც, მომღერლებიც და მდივნებიც. ცოლი კი მის თავგადასავლებს მორჩილად იტანდა.კლეოპატრა![]() კლეოპატრას ინტიმური კავშირის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და მამაკაცებთან გართობის გზებს ყოველთვის პოულობდა. ამბობენ, რომ დედოფალი იმდენად კარგი იყო საწოლში, რომ მის მკლავებში მოხვედრას ყველა მამაკაცი ოცნებობდა.ნაპოლეონი![]() მიუხედავად პატარა სიმაღლისა, ნაპოლეონ ბონაპარტი განსაკუთრებული ქარიზით გამოირჩეოდა. ქალები მასზე გიჟდებოდნენ. საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერს შეეძლო ლამაზად საუბარი და თავაზიანი არშიყობა - მის გვერდით ყველა ქალი თავს დედოფლად გრძნობდა. ისტორიული ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, ნაპოლეონს ცხოვრების მანძილზე 51 საყვარელი ჰყავდა.883 შეფასება არ არის |