პოლიტიკა ისლამური მორალის უპირველესი დამცველი თავად გამოიჭირეს საყვარელთან ერთად ჰიჯაბის გარეშე(ფოტოები) 2022, 1 ნოემბერი, 15:55 ![]() როსტამ ღასემი ირანში ქალის ჩაცმულობის მკაცრი მიმდევარი და დამცველია. სოციალურ ქსელში ირანელი მინისტრის, როსტამ ღასემის ფოტო ვრცელდება, სადაც ის უჰიჯაბო ქალთან ერთად არის აღბეჭდილი. ირანული ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ღასემი ამჟამად ირანში ქალთა ჩაცმულობის კოდექსის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მიმდევარია. ფოტოს ავტორმა, ამერიკელმა ჟურნალისტმა შაჰედ ალავიმ განაცხადა, რომ ფოტოები მის მიერ გადაღებული იყო მალაიზიაში 2011 წელს, ღასემის მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ. ფოტოგრაფის თქმით, ირანელი ჩინოვნიკის გვერდით მისი საყვარელია. ![]() ![]() ![]() ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ციხე გაათავისუფლეს, ირანელი "ზომბი ანჯელინა ჯოლი", 21 წლის საჰარ თაბარიმ ტელეარხ Rokna-ზე ნამდვილი სახე გამოჩინა და როგორც გაირკვა, მას დემონური გარეგნობის მისაღწევად არავითარი კოსმეტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია, (იხილე სტატია) 976 2-ს მოსწონს
|