სხვა რუსეთში ქალმა სიზმარში ნახა, რომ აუპატიურებდნენ და პოლიციას და სასწრაფოს გამოუძახა 2023, 28 მარტი, 15:21 ![]() ცრუ გამოძახებები არც თუ იშვიათია, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში სასწრაფოს და პოლიციის გამოძახება ერთ-ერთი ყველაზე უცნაური აღმოჩნდა. ქალს მოულოდნელად დაესიზმრა, რომ სამმა კაცმა გააუპატიურა. შეშინებულმა ტელეფონი აიღო, 112 -ის ოპერატორს დაუკავშირდა და სასწრაფო და პოლიცია გამოიძახა. სასწრაფო დახმარების მანქანა როდესაც მივიდა, ქალი უკვე გამოფხიზლებული იყო და საღად აზროვნებდა. თუმცა არ გეგონოთ რომ ამ ინციდენტმა ასე უბრალოდ ჩაიარა. ვიქტორია ბუროვა(ასე ჰქვია ცრუ განგაშის ამტეხს)1000 რუსული რუბლით დააჯარიმეს.დადგენილება სასამართლომ გამოიტანა: "სიზმარი არის გამოსახულების სუბიექტური აღქმა, რომლებიც წარმოიქმნება მძინარე ადამიანის გონებაში. მასში შეიძლება იყოს ვიზუალური, სმენითი, ტაქტილური, გემოთი და ყნოსვითი წარმოდგენების ასახვა. სანქტ-პეტერბურგის №105 სასამართლო ოლქის მაგისტრატმა ვიქტორია ბუროვა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრა რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.13 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. 2023 წლის 14 იანვარს, 03:17 საათზე, ბუროვამ განზრახ დაურეკა პოლიციას და სასწრაფო დახმარების მანქანას ოპერატორი 112-ის მეშვეობით და თქვა, რომ იგი გააუპატიურა სამმა კაცმა. შეტყობინების შემოწმებისას მითითებული ინფორმაცია არ დადასტურდა. ბუროვა სასამართლოში არ გამოცხადდა. როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩანაწერიდან და ბუროვას ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, ეს უკანასკნელი დაეთანხმა დანაშაულს, სასწრაფოს მისვლისთანავე მიხვდა, რომ ეს სიზმარი იყო და პოლიციას ნაადრევად გამოუძახა. სასამართლომ მას ჯარიმა 1000 რუბლის დააკისრა."-იუწყება Telegram-ი 255 4-ს მოსწონს
|