ჟერარდ პიკეს დედა შვილს დაეხმარა ღალატის დამალვაში და შაკირას დაარტყა, როცა ამის შესახებ შეიტყო
პრესისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი შაკირას და ჟერარ პიკეს დაშორების შესახებ. როგორც გაირკვა, ჟერარდ პიკეს დედამ, მონტსერატ ბერნაბეუმ შაკირას დაარტყა მას შემდეგ, რაც მომღერალმა გაიგო, რომ იგი შვილს ღალატის დამალვაში დაეხმარა. მომღერალთან ურთიერთობის დროსაც კი, ფეხბურთელი ხვდებოდა 23 წლის სტუდენტ კლარა ჩიას რომელიც ძალიან ჰგავს თავად შაკირას, თუმცა მასზე 20 წლით ახალგაზრდაა, თავად პიკე შაკირაზე 10 წლით უმცროსია.
პიკეს დედასთან შაკირას კონფლიქტის შესახებ იუწყება გამომცემლობა El Popular ინსაიდერებზე დაყრდნობით. როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, პიკე კლარას დედის სახლში მალულად ხვდებოდა. ამ დროს კი მონტსერატი ანუგეშებდა და მხარში ედგა მომღერალს, როცა მან ღალატის შესახებ გაიგო. ხოლო მას შემდეგ, რაც შაკირამ შეიტყო, რომ დედა შვილს ღალატის დაფარვაში ეხმარებოდა, მათ შორის დიდი კონფლიქტი მოხდა და ერთმანეთს ფიზიკურადაც შეეხნენ.
„როდესაც პიკესა და კლარა ჩიას ურთიერთობა ახალი დაწყებული იყო, ერთმანეთს პიკეს მშობლებოს სახლში ხვდებოდნენ, კაბრილსში. ამ დროს კი შაკირა დედამთილის მხარზე ტიროდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის შვილს დაეხმარა ღალატის დაფარვაში. " - წერს ესპანელი ჟურნალისტი ლორა ფა."
ინსაიდერმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ქალმა პიკესა და ბავშვების თვალწინ სახეში გაარტყა შაკირას, როდესაც მან ღალატის ფონზე სკანდალი მოაწყო. ზუსტად როდის მოხდა ეს არ არის დაკონკრეტებული.
შაკირას კონფლიქტი ყოფილი საყვარლის დედასთან ამით არ შემოიფარგლა: გარკვეული დროის შემდეგ შაკირამ აივანზე ალქაჯის თოჯინა დადო, რომელიც პირდაპირ პიკეს დედის სახლისკენ იყურებოდა.