ქალი და მამაკაცი "ყველა კაცი მოძალადე მეგონა, საკუთარი ნათესავებიც კი" - რას წერს მარნეულში მცხოვრები ოპერატორი ლელა ხარშილაძე 27 მარტი, 13:32
"დაახლოებით 18 წლის ვიყავი უცნობმა კაცმა სცადა სექსუალური ძალადობა ჩემზე, მიხსნა იმან, რომ ფიზიკურად ძლიერი ვარ და ვერ მომერია. 30 წელს გადაცილებული ვიყავი ამ თემაზე პირველად ხმა, რომ ამოვიღე. სამაგიეროდ ის წლები სანამ ხმას ამოვიღებდი მორალურად გავნადგურდი, ყველა კაცი მოძალადე მეგონა საკუთარი ნათესავებიც კი. ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრგან მხვდება კომენტარი შევიწროებული ქალების მიმართ, აქამდე სად იყო რატომ არ თქვაო! დამიჯერეთ არაა ადვილი! თითქმის ოცი წელი დამჭირდა მე პირადად ამ თემაზე ხმა რომ ამომეღო! ჩემი სოლიდარობა ქალებს! პირველად ვწერ ასე საჯაროდ ამ ამბავს", - წერს ლელა ხარშილაძე. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში სექსუალური შევიწროების კუთხით მორიგი ბრალდებები გაისმა პოსტვ-ის ჟურნალისტის, შალვა რამიშვილის მიმართ, მას ერთბაშად რამდენიმე გოგონამ დასდო ბრალი და აგრეთვე ძველი ცოდვები გაუხსენეს ეროვნული ბიბლიოთეკის დორექტორს გიორგი კეკელიძეს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ერთაბაშად 5 მცირეწლოვან გოგოსთან(16 წლამდე)გარყვნილი ქმედების მცდელობა ბრალდებოდა. 259 2-ს მოსწონს
|