x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"არ ვიცნობ ეგეთს არავის, წარმოდგენა არ მაქვს ან აქამდე სად იყო?" - შალვა რამიშვილი ბრალდებას პასუხობს
image

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „პოსტივის“ ტელეწამყვანს, შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწორებაში დასდო ბრალი.



ამ ფაქტთან დაკავშირებით რამიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა "ტვ ფორმულასთან":


"რაო რა დაწერა?როდის იყო ეგ, ახლახან თუ? წარმოდგენა არ მაქვს ვისზე ლაპარაკობთ, 7-8 წლის წინ რა იყო არ ვიცი, თუ აქვს გზა როგორ მოიქცეს, მე რატომ მაწუხებთ ეგეთ სისულელეზე?არ ვიცი, არ ვიცნობ, უარვყოფ, ან აქამდე სად იყავი-თქო...ეხლა პროფესიად იქცა ჩემი მსხვერპლობა, ხომ არის გზა, ენჯეო თუ Черт его знает, ეგრე დაწერეთ რუსულად".



აი რას წერს მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილთან მომხდარი ინციდენტის შესახებ:


"ზუსტად არ მახსოვს რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით. დროებით ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. ჟურნალისტობა მინდოდა მუდამ და სამწუხაროდ, უშედეგო იყო მაშინ ყველა მცდელობა. ჩემი ახლო მეგობარი მუშაობდა შალვა რამიშვილთან (მას ცუდი გამოცდილება არ ჰქონია, თორემ მგლის ხახაში არ შემაგდებდა) მითხრა, რაღაც ტელევიზიის გაკეთებას აპირებს და კადრებს ეძებს, ვეტყვი შენზე და დაგიბაროს იქნებ გასაუბრებაზეო. მეც გამიხარდა, შანსი დავინახე, დავთანხმდი. დამიბარა, მაგრამ ვაჟაზე, ოფისად ქცეულ ბინაში. მივედი. (შალვაზე რაღაცები მსმენია, მაგრამ მე თამამი და გამბედავი ადამიანი ვარ, ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, ამიტომ "არ შემშინებია" მასთან მარტო დარჩენის).

გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა რომ "ცოცხალი" გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: - შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს( წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო? - მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა.

-ხო გასაგებია, მაგრამ იქნებ რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები? ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ - კარგად ალბათ.
-ხოდა ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ... და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?
აი მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე )) არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი "გეი პორნოს ალბათ"
-ხოო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?
-არ ვიცი
- მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს)
- რას გრძნობ?
- უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)
- არ გინდა დაან*რიო?
-არა
- მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?
- არ ვიცი
ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე.
-კაი, კაი, მოიცა. გაგაცილებ. რითი მოხვედი? აი 10 ლარი გამომართვი და ტაქსით წადი.

არასდროს დამავიწყდება ეგ 10 ლარი, რომელიც რობოტივით გამოვართვი და გამოვედი. 2 საათი ფეხით ვიარე, სახლში მისულმა კიდევ აბაზანაში ვიტირე დიდი ხანი. იმ საღამოსვე მომწერა, არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე მწერდა და მერე ჩემს მეგობარს მიწერა, არ მპასუხობს და რა გითხრა? რას აპირებსო?
ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა აქამდე. ერთხელ ერთ კოლეგას ვუთხარი, რომელიც მასთან მუშაობდა და მე ვმეგობრობდისავით - ნუ, მას შემდეგ წამყვანიც გახდა იმ ტელევიზიაში : ) აი ეს არის შალვა რამიშვილი, აი ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი და ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ რომ "ძლიერი" აღოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?! აი ამ კაცთან მუშაობთ და ამ კაცს უსმენთ და მოგწონთ. ფუ, " - წერს ჟურნალისტი მაკო ჯაბუა.
ამ ამბავს მალევე გამოეხმაურა თათია სამხარაძე, შალვა რამიშვილის ცნობილი მსხვერპლი.



"ახალგაზრდებო,


ყოველჯერზე, როცა შალვა რამიშვილი მოგმართავთ ახალგაზრდებს და ბავშვებს, და ასე ხშირად აკეთებს პოსტ-ტვის ეთერიდან თავის ორ მარიონეტთან ერთად, მინდა გახსოვდეთ რომ ეს არის კაცი, რომელიც სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.



ეს არის მოძალადე, რომელიც თავის საშინლად მიზერულ ძალაუფლებას იყენებდა იმ ბავშვების გასაყვრნელად და შესავიწროებლად, ვისაც მედია კარიერის გაკეთება სურდა. ეს არის უბინძურესი ადამიანი, სრულად ჩამპალი მორალით რომელიც საკუთარ აღვირახსნილობას ჰედონიზმით ამართლებდა და თავად იოტისოდენა ღირსება არ გააჩნია.


კაცი, რომელიც ამაყობდა საკუთარი ამორალურობით და ღიად ყვებოდა საკუთარ მსხვერპლებზე თავის თანამშრომლებთან. ხოლო ქართული ოცნება არის პარტია, რომელმაც ასეთ კაცს ტელევიზია გაუკეთა. რომელმაც მას უფრო მეტი ძალაუფლება მისცა ბინძური პროპაგანდის წარმოების სანაცვლოდ. ქართული ოცნება რომელიც კონსერვატიულ ღირებულებებზე და რელიგიაზე გვმოძღვრავს, არის ფარისეველი ნაძირლების თავშესაფარი. სწორედ ისეთი ნაძირლების, როგორი კაცის სახეც შალვა რამიშვილია."

7
578
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
578
  
2023, 14 აპრილი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 აპრილი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მარტი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მარტი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მარტი, 10:53
ქოცია შლიკო რას ერჩით? სხვანაირი უნდა იყოს ქოცი?
2023, 21 მარტი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7