x
მეტი
  • 21.04.2024
  • სტატია:134429
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508505
ნამდვილ ურთიერთობებზე, იუმორით

image


სხედან ერთად ლომი და ხარი და ვახშმობენ.

ლომს ცოლმა დაურეკა:
— ძვირფასო, სახლში მალე მოხვალ? – ჰკითხა მას.
— დიახ, ძვირფასო, მალე მოვალ! – უპასუხა ლომმა მეუღლეს.

ხარმა სიცილი დაიწყო და თან ლომს გამოაჯავრა:
— «დიახ, ძვირფასო, მალე მოვალ!» – ხოლო, შემდეგ დააყოლა – შენ ხომ ცხოველთა მეფე ხარ! მე მაგალითად, მსგავს სიტუაციაში, მაგიდაზე დავაბრახუნებდი... და ვეტყოდი – რა შენი საქმეა, როცა მოვალ, მოვალ მეთქი!

რაზეც ლომმა უპასუხა:
— იმიტომ რომ, თქვენ ერთმანეთის სწორნი არა ხართ. შენი ცოლი – ძროხაა. ჩემი ცოლი კი – ლომია, ლომი!


***


მეზობელ სახლებში, ორი სხვადასხვა ოჯახი ცხოვრობს. ერთში მუდამ ჩხუბი, მეორეში კი, ყოველთვის სიჩუმე და ურთიერთგაგება იყო.
ერთხელ მშვიდი მეზობლის ოჯახის შეშურდა, გამუდმებით კონფლიქტში მყოფ ცოლს და ქმარს უთხრა:
— წადი მეზობლებთან, გაიგე ერთი, რას აკეთებენ, რომ ყოველთვის, ყველაფერი კარგად აქვთ?!

წავიდა კაცი, დაიმალა სახლის მახლობლად და თვალთვალი დაიწყო. ხედავს, რომ ცოლი იატაკს რეცხავს და უცბად, ყველაფერი მიატოვა და სამზარეულოში გაიქცა. ამ დროს, მისი მეუღლე სახლში შევიდა. ეტყობა ეჩქარებოდა და წყლიანი სათლი ვერ შენიშნა, ფეხი წამოსდო მას და წყალი დაიღვარა.
ამ დროს ოთახში ქალი დაბრუნდა და ბოდიშის მოხდა დაიწყო:
— მაპატიე, ძვირფასი, დამნაშავე ვარ.
— არა, არა, შენ მაპატიე, დამნაშავე მე ვარ – უთხრა მას ქმარმა.

განაწყენდა კაცი და წავიდა. როგორც კი სახლში შევიდა, ცოლმა ჰკითხა:
— აბა, რა ქენი, გაიგე რამე?
— გავიგე!
— და რა გაიგე? – ჰკითხა მან.
— ყველაფერი! ჩვენთან ყველა მართალია, იქ კი – ყველა დამნაშავე – უპასუხა ქმარმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჯოჯოხეთში ცეცხლი არ ყოფილა?!

* "ბოლოს მაინც, ყველაფერი კარგად იქნება" – თქვა ბრძენმა

* უძველესი უცხოპლანეტელები და იდუმალი კოდი ადამიანებისთვის



1
456
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
456
  
2023, 31 მარტი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1