საზოგადოებრივი უძველესი უცხოპლანეტელები და იდუმალი კოდი ადამიანებისთვის 2023, 27 მარტი, 9:23 მეგალითური ძეგლები, პრეისტორიული ნანგრევები, ასევე მათემატიკური ფორმულები, რომლებიც ხუთი ათასზე მეტი წლის წინ იყო ამოკვეთილი, დღევანდელი კაცობრიობისთვის, დიდი და ამოუხსნელ საიდუმლოს წარმოადგენს. მთავარი კითხვა კი, უძველეს ნაგებობები უკავშირდება: ისინი მართლაც ჩვენი ცივილიზაციის მიერ არის შექმნილი, თუ უცხოპლანეტელებმა ააშენეს? როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამ ნაგებობების ერთობლიობა, შეიძლება, საიდუმლო კოდს წარმოადგენდეს, რომელიც ათასწლეულების წინ, ადამიანებმა, მომავლის ცივილიზაციებს დაუტოვეს. მაგ., პირამიდები, საკვანძო ადგილებზე მდებარეობს და ამის წყალობით, ისინი უცხოპლანეტელებსაც ემსახურებოდნენ და ადგილობრივებსაც. როგორც კვლევამ აჩვენა, ბევრ ადამიანს სჯერა, რომ დიდი ხნის წინ, დედამიწას არამიწიერი არსებები სტუმრობდნენ. მაგრამ, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს? აზრი, იმის შესახებ, რომ ადრე, უცხოპლანეტელები დედამიწას სტუმრობდნენ, ბევრ კითხვას ბადებს. ყველაზე ხშირად კი იმით ინტერესდებიან, თუ ვინ იყვნენ? რატომ ჩამოვიდნენ? ან სად წავიდნენ? და ყველაზე მთავარი – ოდესმე თუ დაბრუნდებიან? როდესაც უცხოპლანეტელებზე ვსაუბრობთ, ყურადღების ცენტრში, ნებით, თუ უნებლიედ, ეგვიპტის პირამიდები აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, უცხო და ჩვენი ცივილიზაციის განვითარების დონისთვის შეუსაბამო ნაგებობები, დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაგებობებს შორის, დაშორება ძალიან დიდია, ყველა ერთად, შეიძლება, საიდუმლო კოდს ქმნიდეს, რომლის ამოსახსნელად, თითოეული მათგანის იდენტიფიკაცია არის საჭირო. ასევე ეჭვი არსებობს, რომ ამ ნაგებობების ადგილმდებარეობა, შემთხვევით არ შერჩეული. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ ძეგლებს, მიზანმიმართულად აშენებდნენ ენერგიით დამუხტულ ადგილებზე. ისინი ერთმანეთს უხილავი ხაზებით უკავშირდებიან და ერთად, გარკვეულ მოტივს ქმნიდნენ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, არამიწიერ ცივილიზაციებს უნდოდათ კიდეც, რომ ადამიანები უმაღლესი მატერიებისთვის ეზიარებინათ და მათთვის კოსმოსში მოგზაურობის საშუალება მიეცათ. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: ჩვენმა ცივილიზაციამ წარსულში, არაერთი ძეგლი გაანადგურა, ხოლო წერილობითი წყაროებიდან, თუ რამე გადარჩა, ვატიკანის ბიბლიოთეკის მიწისქვეშა საცავებში ინახება და სავარაუდოდ, მზის სინათლეზე, კიდევ კარგა ხანს არ გამოიტანენ... არხის სხვა სიახლეები:* "ბოლოს მაინც, ყველაფერი კარგად იქნება" – თქვა ბრძენმა* სიცოცხლე მარსზე ჩაისახა* როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მძიმეა – ერთი კილოგრამი ბამბა, თუ რკინა?* ყველაზე შთამბეჭდავი სამოსით, წითელ ხალიჩაზე (15 ფოტო)* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს* ასტრონომებმა პარალელური სამყაროს სავარაუდო კვალი აღმოაჩინეს* მათ გარეგნობაში მხოლოდ ერთი დეტალი დაიმატეს და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ (15 ფოტო)415 2-ს მოსწონს
|