x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ბოლოს მაინც, ყველაფერი კარგად იქნება" – თქვა ბრძენმა

image


1. ერთი მოხუცი ბრძენი დათოვლილ მინდორზე მიდიოდა და ხანდაზმული ქალი დაინახა, რომელიც ტიროდა.

— რატომ ტირით? – ჰკითხა მან.

— იმიტომ ვტირი, რომ საკუთარ ცხოვრებაზე დავფიქრდი, ჩემს ახალგაზრდობაზე, სილამაზეზე, რომელსაც სარკეში ვხედავდი და კაცზე, რომელიც მიყვარდა. ღმერთი უმოწყალოა, რადგან მეხსიერების უნარი მომცა. მან იცოდა, რომ მე ჩემი ცხოვრების გაზაფხულს გავიხსენებდი და ვიტირებდი.

ბრძენი იდგა დათოვლილ მინდორში და ერთ წერტილს მისჩერებოდა, თან იღიმებოდა. უეცრად, ქალმა ტირილი შეწყვიტა და ჰკითხა:

— რას უყურებთ?

— ვარდების მინდორს, – უპასუხა ბრძენმა – ღმერთი ძალიან სულგრძელი იყო ჩემს მიმართ, რადგან მეხსიერების უნარი მომცა. მან იცოდა, რომ ზამთარში გაზაფხულს გავიხსენებდი და გამეღიმებოდა.


პაულო კოელიო


2. ერთ დღეს, ბრძენი ადამიანთა ჯგუფს ღმერთზე და ცხოვრებისეულ განსაცდელებზე ესაუბრებოდა. თხრობა კი, შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

— ბოლოს მაინც, ყველაფერი კარგად იქნება.

— და თუ კარგად არ იქნება, — ჰკითხა მას, იქ დამსწრე საზოგადოებიდან, ერთ–ერთმა.

— თუ კარგად არ არის — ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ, ბოლომდე არ მისულხართ, – უთხრა და გაუღიმა მას ბრძენმა.


პაულო კოელიო


3. ერთი ქალი პარიზის ქუჩაში მიდიოდა და პიკასო დაინახა, რომელიც ქუჩაში, კაფეში იჯდა და რაღაცას ხატავდა. ქალი მასთან მივიდა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას, მისი პორტრეტის ჩანახატის გაკეთება, რა თქმა უნდა, შესაფერისი ანაზღაურების სანაცვლოდ. პიკასო დათანხმდა... და სულ რამდენიმე წუთში პორტრეტი მზად იყო.

— რამდენი უნდა გადაგიხადოთ? – ჰკითხა ქალმა.

— 5 000 ფრანკი, – უპასუხა პიკასომ.

— ჰო, მაგრამ, ამის დასახატად, სულ სამი წუთი დახარჯეთ. – თავაზიანად უთხრა მან მხატვარს.

— არა, – შეეწინააღმდეგა პიკასო, – ამისთვის, მთელი ჩემი სიცოცხლე იყო საჭირო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჩვენ გარემოზე, ხოლო გარემო ჩვენზე...

* სიცოცხლე მარსზე ჩაისახა

* როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მძიმეა – ერთი კილოგრამი ბამბა, თუ რკინა?

* ყველაზე შთამბეჭდავი სამოსით, წითელ ხალიჩაზე (15 ფოტო)

* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

* ასტრონომებმა პარალელური სამყაროს სავარაუდო კვალი აღმოაჩინეს

* მათ გარეგნობაში მხოლოდ ერთი დეტალი დაიმატეს და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ (15 ფოტო)



0
192
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0