პოლიტიკა ტრამპი: "მე ვარ ყველაზე უდანაშაულო ადამიანი ამერიკის ისტორიაში" 2023, 26 მარტი, 18:34 აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის პირველ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას საკუთარ თავს უწოდა "ყველაზე უდანაშაულო ადამიანი ამერიკის ისტორიაში". ტრამპმა ისაუბრა მის ამჟამინდელ სამართლებრივ პრობლემებზე და თქვა, რომ მისი საგადასახადო დეკლარაციები და გამოძიებას წარდგენილი სხვა დოკუმენტები არ შეიცავს კანონის დარღვევის მტკიცებულებებს. „ დოკუმენტების 11 მილიონზე მეტი გვერდის დათვალიერების შემდეგ, მათ არაფერი აქვთ.“ - თქვა დონალდ ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა გადასახადებმა ხაზინას დიდი შემოსავალი მოუტანა. "ეს ალბათ მე მაქცევს ყველაზე უდანაშაულო ადამიანად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში." - თქვა ტრამპმა. 28 შეფასება არ არის
|