x
image
ნინო ხიმშიაშვილი
"დავიბადე და მის მერე არ გინახივარ, როგორ მინდა გნახო და ყველაფერი მოგიყვე დედა" - 37 წლის კაცი ბიოლოგიურ დედას ეძებს


37 წლის კაცი ფეისბუქზე სახელით Taba Taba ბიოლოგიურ დედას ეძებს. მან ამის შესახებ ფეისბუქის ჯგუფში "ვეძებ" დაწერა.


"გეძებ. მალე ჩემი დაბადების დღე მოდის, სუ რამოდენიმე დღეში. ამ დღეს მგონია, რომ სულ ჩემთან ხარ. გეძებ 37 წელია. ეხლა მხოლოდ დენის იმედი დამრჩა, მის პასუხს ველოდები და უფლის წყალობით გიპოვი. 1985 წელი 29 მარტი ჩემი დაბადების დღეა, ამ დღეს დავიბადე და მის მერე არ გინახივარ. როგორ მინდა გნახო და ყველაფერი მოგიყვე დედა <3 <3 <3 <3 <3 " - წერს Taba Taba.



image



ჯგუფში "ვეძებ" ათასობით ადამიანი საკუთარი ოჯახის წევრებს ეძებენ. უმეტესად კი - დედები შვილებს და შვილები დედებს. ისინი ძირითადად, 80-90 იან წლებში არსებული სქემის მსხვერპლნი არიან, რომლის მიხედვით სამშობიაროს თანამშრომლები ახალშობილებს უცხოეთში აშვილებნენ, მშობლებს კი ატყუებდნენ, რომ ისინი გარდაიცვალნენ.







0
132
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0